1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დოდო გუგეშაშვილის შვილი საკუთარ სახლში მოკლეს - იარაღით არის დაჭრილი გუგეშაშვილიც

თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე. დაჭრილია შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და მოკლულია მისი შვილი, ნოდო გუგეშაშვილი რომელიც თავდამსხმელების ტყვიას ადგილზე ემსხვერპლა. 

თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშევილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, დამნაშავეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თავად დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები