1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა" - აუდიტის სამსახური ახალ განცხადებას ავრცელებს

  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს:

 „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის შეტანასთან დაკავშირებით გამოკვეთილი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო განვმარტავთ:

 საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესასწავლი საკითხების შერჩევის პროცესში გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები. 

იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. 

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები