0 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთი კი ჯაჭვით დაბმული ჰყავდა

კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი კი საწოლზე ჯაჭვებით იყო დაბმული. 

პოლიციის ინფორმაციით, 14 იანვრის დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავს დაბმული.
გოგონასთან საუბრის შემდეგ პოლიციამ მალევე იპოვა ბრალდებული ცოლ-ქმარი იმ სახლში, საიდანაც გოგონა გაიქცა.

"ბავშები ცხოვრობდნენ კალიფორნიის საშინელებათა სახლში," - ამბობს მეზობელი. ვენდი მარტინესი იხსენებს, რომ ბავშვები ბოლოს ოქტომრის თვეში შენიშნა, ისინი ძალიან ფერმკრთალები იყვნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი სახლში, ბნელ ოთახებში საწოლებზე იყო მიჯაჭვული. ყველა დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში, დიდი ხნის უჭმელი იყო.

„გარკვეული დროის განმავლობაში მშობლები ვერ აყალიბებდნენ იმის ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ ჰყავდათ შვილები ასეთ მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც,რომ არც ერთ ბრალდებულს არ აქვს კრიმინალური წაესული. 

პოლიციის განცხადებით, დაკითხვის შემდეგ ყველა დაზარალებულს საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარდა, მშობლები კი დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები