1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მოსამართლე: რომ არა საახალწლო დღეები, ზვიად რატიანის მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოვიყენებდი

მოსამართლე ქეთევან მინაშვილი აცხადებს, რომ პოეტ ზვიად რატიანისთვის 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება საახალწლო დღესასწაულების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიყენებდა. ზვიად რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა – 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, დაკითხეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ზვიად რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პატრულის წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამი იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს იყენებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები