0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ეკატერინე მიშველაძე ,,ამ ქალაქში სასწრაფო არის საერთოდ?ერთ საათზე მეტია გამოძახებული გვყავს ინსულტიან პაციანეტთან!"

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანი ეკატერინე მიშველაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. მიშველაძის უკმაყოფილება სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანებამ გამოიწვია.

"ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში სასწრაფო არის საერთოდ?ერთ საათზე მეტია გამოძახებული გვყავს ინსულტიან პაციანეტთან! არ მიყვარს ასეთი რამეების წერა, მაგრამ არც გაჩუმებაა სწორი! მისახედია ეს პრობლემა, დროზე და სასწრაფოდ! მართლადამართლა რა ხდება ხალხო!" - წერს მიშველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღნიშნული განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ პრეზიდენტის პრესმდივანმა კიდევ ერთი სტატუსი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოვიდა სასწრაფო! ერთი საათის შემდეგ. მადლობა , ამჯერად გადავრჩით... მაგრამ პრობლემა მისახედია , ცხადია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები