2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა - შემზარავი შემთხვევის ახალი დეტალები

ჩამოტვირთვა

16 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ამავე სკოლის მოსწავლეა ის ახალგაზრდაც, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია.

ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ, არც უარყო და არც დაადასტურა.

ცოტა ხნის წინ მოკლული მოსწავლის ახლობელი კურიერს დაუკავშირდა.

მისი თქმით, სკოლის პედაგოგებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არასრულწლოვნებს  ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებთან კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა მათ ამის შესახებ რეაგირება არ მოხდეს. მისი განცხადებით, ადმინისტრაცია 51-ე სკოლასთან დაპირისპირების დაწყების ფაქტს მალავს.

23-საათიანი მცდელობის მიუხედავად, 16 წლის დავით სალარიძის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდს 12 ჭრილობა მისივე თანატოლმა დანით მიაყენა.

12 ჭრილობა დავით სალარიძეს, კურიერის ინფორმაციით, რამდენიმე სხვადასხვა დანით აქვს მიყენებული. მოზარდის გადასარჩენად რესპუბლიკურ საავადმყოფოშიექიმთა რამდენიმე ბრიგადა იბრძოდა. მხოლოდ ღამით დავით სალარიძეს 6 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სისხლის ბანკი.

ახალგაზრდა, ვინც დავით სარალიძეს 12 ჭრილობა მიაყენა, კურიერისინფორმაციით, მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.

51 სკოლის კიდევ ერთი მოკლული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე კი 16 წლის მოზარდი დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა.

ლევან დადუნაშვილი და დავით სალარიძე სკოლიდან, თითქმის, ერთდროულად მეექვსე გაკვეთილის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ. 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ყვება, რომ უცხო მოზარდები დაინახა, რომლებიც სკოლის წინ იყვნენ შეკრებილები და ტერიტორია მოკლულ ლევან დადუნაშვილთან და დავით სალარიძესთან ერთად დატოვეს. ეს გარემოება პედაგოგმა საეჭვოდ მიიჩნია და მანდატურის სამსახურის ბავშვების მოძებნა დაავალა.

ირკვევა, რომ 51 სკოლის მოსწავლეები ბაქრაძის ქუჩის გავლით ხორავას ქუჩაზე ავიდნენ. ხორავას 4 ნომერში მოვლენები წამებში ვითარდებოდა. 2 მოზარდს 30-მდე ჭრილობა თანატოლებმა ისე მიაყენეს, რომ ვერცერთმა ადგილობრივმა გაშველება ვერ მოახერხა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები