2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნებს შორის მომხდარ  ჩხუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები