1 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერაბიშვილი საკანს ახალ წლამდე დატოვებს

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, საქართველს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. 

   ინფორმაციის თანახმად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს და თუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ყოფილი პრემიერი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უწყების გადაცემას ადასტურებს. 

  გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილს სასჯელებიდან გამომდინარე უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება და ახლა სამინისტროს გადასაწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას. მისივე თქმით, თუ პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე კომისია ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ადვოკატია აცხადებს, რომ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები