0 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ახალი სკანდალი - ვიდეო, სადაც მუხთარლის სავარაუდო გადაადგილება ჩანს, წაშლილია

ჩამოტვირთვა

კიდევ ერთი სკანდალი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში. არ არის გამორიცხული, ვიდეო კადრები, სადაც აფგან მუხთარლის გადაადგილებაა გადაღებული, სპეციალურად წაეშალათ. დაკავებულის ადვოკატს კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან.

არჩილ ჩოფიკაშვილი დღეს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართავს. ის კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა იმ ვიდეო კამერის ჩანაწერი ამოიღოს, რომლებზეც შესაძლოა ჟურნალისტის გატაცების ფაქტი იყოს გადაღებული.

ჯერ არ არის ცნობილი, გამოაქვეყნებს თუ არა შინაგან საქეთა სამინისტრო აფგან მუხთარლის საქმის ვიდეო მასალებს, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მარშრუტის ერთ-ერთი ეპიზოდის მნიშვნელოვანი კადრები "პოსტკრიპტუმმა" კონფიდენციალურად მოიპოვა.

ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მოულოდნელად კადრი ჩერდება და ერთ წამში ის განსხვავებული კადრით იცვლება. ვიდეო მასალის მიხედვით, წვიმიანი ამინდი მზიანით იცვლება, ასევე განსხვავებულია პარკინგზე მანქანების შემადგენლობა და განლაგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები