2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურამ დოჩანაშვილი: რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?

ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, სამოსელი პირველი

– რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
– ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
– რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…
– ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
– როგორ მაინც?
– როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
– მაშინ თქვენ სცადეთ…
– ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.
– ფეხაკრეფით?
– კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.
– და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
– ეს როგორ…
– ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…
– რას ამბობენ…
– არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…
– თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…
– სახის ჩრდილები, – ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…
– ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.
– არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო – ტან-ფეხი…
– თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.
– ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, – არ შემიძლია…
– რატომ?
– რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.
– არა, არა, მაგიტომ არა…
– აბა რატომ?
– რატომ და ვიბნევი, – თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…
– აი, თუნდაც ხელისგული…
– ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული…


კომენტარები

მსგავსი სიახლეები