2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქონების გადამალვის ფაქტზე 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური საწარმოების რეგისტრაციას ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას.
ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით საწარმოს ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი. 
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები