0 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"შსს არის დაინტერესებული, მიკერძოებული მხარე"

   სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი შსს-ს განცხადებას პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო ელ ცენტროდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა.

ლაშა თორდიამ აღნიშნა, რომ შსს-მ დღეს ისეთი რაკურსით გადაღებული კადრები გაასაჯაროვა, სადაც გაურკვეველია აუდისტის სამსახურის უფროსსა და ყოფილ პროკურორს შორის მომხდარის ინციდენტისას კონფლიქტი ვინ წამოიწყო.

„როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო შსს-მ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ისეთი ხედით, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია პირიქით, ჩემი რომ, თითქოს მე დავარტყი ხელი ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს პირველი ოთარ ფარცხალაძემ. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, იქ არ ყოფილა რაღაც მომენტალური გადაკვეთა და ის ფაქტები, რაზეც საუბრობენ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, რომ თვითდაზიანებები მივიყენე, მათივე წარდგენილი კადრებიდანაც ჩანს, რომ ინცინდენტი მოხდაშსს არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა. თუმცა, ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე ამ კადრებში ვიმყოფები ერთი და მათი ეს წრე, რომელიც მათ აქვთ შემორტყმული ჩემს ირგვლივ, კიდევე ერთხელ ნათლად მეტყველებს მათ აგრესიას, რომელიც მოდიოდა პირადად ოთარ ფარცხალაძის მხრიდან. მე ვერ დავინახე, რომ ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა პირველმა, მაგრამ ამ კადრებიდან დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რაზედაც მოჰყვა ჩემი რეაქცია,

  უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ვინაიდან, ყველა ნათლად ხედავს, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები. აქ უკვე ჩაერთო პირდაპირ შსს და მთავრი პროკურატურა, ისინი ახდენენ სპეციალურად ისეთი კადრების დემონსტრირებას, რომელიც დაბადებს კითხვის ნიშნებს, ვინ იყო თავდამსხმელი პირველი და როგორ მოხდა,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები