0 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოთარ წოწორია აცხადებს, რომ სახლში აღმოჩენილი პისტოლეტის მისი არ არის

ჩამოტვირთვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნანა წოწორიას ძმა ოთარ წოწორია კატეგორიულად გამორიცხავს მისი საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთი იარაღის მის მფლობელობაში არსებობას.

წოწორია ადასტურებს, რომ ჰქონდა ორი რეგისტრირებული სანადირო თოფი, რაც შეეხება პისტოლეტს, წოწორია ამბობს, რომ ის მის საკუთრებაში არასდროს არ ყოფილა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია ბათუმში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას დის საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. 

„დაათვალიერეს ყველა თარო, ყველა უჯრა, მეორე სართული, ყველაფერი თუკი რამე შეიძლებოდა შემოწმებულიყო, არ აღმოჩნდა არაფერი. ამის შემდეგ მოითხოვეს, რომ დამხმარე სათავსოები თუ გაგვაჩნია, მივუთითე და მივიყვანე, საიდანაც ჩხრეკის შედეგად მოინახა რაღაც ვაზნები. შევიდნენ სამზარეულოში, ახადეს გამწოვის თავსახური და ნახეს იქ ცეცხლსასროლი იარაღი. სანადირო თოფები ჩემია და დანარჩენს უარვყოფ რომ ჩემია. ზეწოლაა, ანგარისშწორებაა, მეტი სხვა რა უნდა დავარქვათ ამას. ჩემი გამწარებით ჩემი დის,“ - განაცხადა წოწორიამ.

ადვოკატები კი ჩხრეკის დროს პროცედურების დარღვევაზე საუბრობენ. უფლებადამცველებისთვის გაუგებარია ისიც, რატომ დასჭირდა საგამოძიებო უწყებას, რომ ჩხრეკა ჩაეტარებინა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობით, როდესაც შეეძლოთ, რომ საგამოძიებო მოქმედება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განეხორიცელებინათ.

ოთარ წოწორიას ინფორმაციითვე, სამართალდამცავები მის სახლში დაახლოებით თვენახევრის წინაც იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველთა ვიზიტს ადასტურებენ წოწორიას თანამშრომლებიც, თუმცა მათთვის უცნობია, რას ეძებდენენ ან რას უკავშირდებოდა მათი ვიზიტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები