1 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

39 წლის მაკრონი თავის 64 წლის მეუღლესთან ერთად - ფოტო გამარჯვების შემდეგ

ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი  საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულია. ქვეყნის პირველი პირის ოჯახი უკვე მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. 


39 წლის მაკრონს 64 წლის ცოლი და ქორწინების საინტერესო ისტორია აქვს. მაკრონის მომავალი მეუღლე ბრიჟიტ ტორნიე 15 წლის ემანუელს ფრანგულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. მას ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მაკრონი მას დაჰპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა. 2007 წელს ბრიჟიტ ტორნიე მეუღლეს გაშორდა და ემანუელ მაკრონზე დაქორწინდა. მათ საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა ბრიჟიტს ჰყავს 7 შვილიშვილი.    


კომენტარები

მსგავსი სიახლეები