0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ტკივილის მიუხედავად მაინც ბრუნდება ეთერში.. სომბოლურად დაემთხვა, რომ დღეს, 4 მაისს მისი დაბადების დღეც არის"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მაია ასათიანს დაბადების დღეს ულოცავს.

"ვამაყობ, რომ არსებობს მაია ასათიანი. ტკივილის მიუხედავად მაინც ბრუნდება ეთერში. სომბოლურად დაემთხვა, რომ დღეს, 4 მაისს მისი დაბადების დღეც არის.
მან უდიდეს ტკივილს აჯობა და ათასობით მშობელს დაანახა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება ისევ ფეხზე დადგე, შეიძლება, ისევ აკეთო საქმე და თანაც, გაასმაგებულად იმიტომ, რომ ვიდრე ცოცხლობ, უამრავ ადამიანს გამოადგე, შვილის სულს გამოადგე.
გულით ველოდი მაიას ეთერში დაბრუნებას. ის დღეს კვლავ რუსთავი2-ზე გადაცემა "პროფილით" გავა ეთერში.
გმადლობ მაია, რომ აჯობე შენს თავს, გმადლობ, რომ უამრავ ადამიანს დაანახე ცხოვრების გაგრძელების აზრი და მნიშვნელობა, გმადლობ, რომ შენი გულშემატკივრები აქეთ გაგვამხნევე.

შენი ეთერში დაბრუნება ძალიან მიხარია. ყველაზე უფრო კი მაინც შენს ნუცას უხარია.
წარმატებებს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს,"-წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები