0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ყოფილმა ქმარმა 40 წლის ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე ელექტროსადენით გაგუდა

თბილისში 40 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია, ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა. ქალს 4 შვილი დარჩა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები