0 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,არანორმალური ვითარებაა.." - სამარცხვინო მძღოლები თბილისში, რომელებიც ხალხს საფრთხეს უქმნიან

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემას ეხმაურება.

"როცა მანქანები ფეხით მოსიარულის სავალ ადგილს იკავებენ, მაშინ ქვეითი იძულებული ხდება, თავად იაროს მანქანისთვის განკუთვნილ გზაზე.
არანორმალური ვითარებაა.ეტლით მოსარგებლეები კი მით უფრო ფერხდებიან.
ეს კადრები ლესია უკრაინკას ქუჩაზე გადავიღე,"-წერს ჩანადირი.

გოგა ჩანადირის პოსტს ფეისბუქის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ეს ხდება ჩოდრიშვილზე. ეს პარკია, სადაც ხალხი დადიოდა ოდესღაც. ამ მანქანების პატრონები ბინებში არა-სახლებში ცხოვრობენ, მაგრამ მანქანას ეზოში როგორ დააყენებს? ქუჩაჭი უნდა დატოვოს აუცილებლად,"-წერს ასევე ერთერთი ფოტოხელოვანი.

"ქართველი მძღოლისგან მეტს რას უნდა ელოდეო, არ გვეშველება.. ფეხით დავდიოდი და ვერ დავდიოდი,მანქანით დავდივარ და ახლაც ვერ დავდივარ. ისეთი გაბრაზებული ვარ. გარაჟის კართან მანქანას რომ ტოვებ მთელი ღამით, ელემენტარული ნომერი მაინც უნდა დატოვო.."-წერს ჟურნალისტი კომენტარებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები