1 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა

Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ, 2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიურ  რიგით მეთორმეტე ცერემონიაზე, 200-მდე ექსპერტის შეფასებით  "თეგეტა მოტორსი“  წლის „ინოვატორ კომპანიად“  დასახელდა,  ავტო ინდუსტრიის სფეროს განვითარების, მომსახურების უმაღლესი სტანდარტებისა და უნიკალური სერვისების შექმნისათვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში. ასევე “თეგეტა მოტორსი“ დასახელდა „წლის საუკეთესო დამსაქმებლად“, რაც მეტად საამაყოა კომპანიისთვის.

“თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში.

“თეგეტა მოტორსი” კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამებისა და დანადგარების მეშვეობით. „თეგეტა მოტორსში“ დასაქმებულია 1500-მდე ადამიანი, კომპანია ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 2000-მდე საბითუმო ობიექტს,  გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 21 ფილიალს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები