1 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შოკისმომგვრელი ინფორმაცია დაობებულ პურზე - ეს ყველა ოჯახმა უნდა იცოდეს

თუ თქვენ ოდესმე პურს ობს აცილებდით, ეს ინფორმაცია შოკში ჩაგაგდებთ.შესაძლოა სწორედ ახლა ჭრით პურს ნაჭრებად. და, აი ისიც: ობის ლურჯი წერტილები პურზე, რომელიც მხოლოდ გუშინ იყიდეთ. 

ალბათ, ყველა ჩვენგანი ასეთ სიტუაციაში პურს ამ დაობებულ ნაწილებს მოაცლიდა და დანარჩენს მშვიდად მიირთმევდა, თუმცა ეს მავნე ჩვევა ახლავე უნდა მოიშოროთ.

‘’ჩვენ არ ვუწევთ რეცომენდაციას ობის მოცილებას პურიდან, რადგან პური რბილი საჭმელია,“-აცხადებს მარინა გრაველი, მთავარი ტექნიკური სპეციალისტი აგროკულტურულ დეპარტამენტში. ‘’რბილ საკვებზე ბევრად ადვილია ობის ფესვების გაჩენა და გავრცელებაც და ყოველი ასეთი ფესვი ღრმად აღწევს რბილი საკვების შიდა ფენებში.“

აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ობს ბევრად უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ვიდრე ამას ჩვენი თვალით ვხედავთ.

პური არაა ერთადერთი დაობებული საკვები, რომელთანაც სიფრთხილე გვმართებს. ჯემი, რბილი ხილი, ლანჩის ხორცი- ეს ის ჩამონათვალია, რომლებზეც ობის ლაქების შემჩნევისთანავე უნდა ვთქვათ უარი.

კარგი ინფორმაცია ისაა, რომ ობის ლაქებმა არ უნდა შეგვაშინოს  მაგარი საკვების შემთხვევაში, როგორებიცაა: სტაფილო, მაგარი ყველი და ა.შ. შეგვიძლია მათ მოვაცილოთ ობის კერები და მშვიდად მივირთვათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები