1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"როგორ გამიმართლა ცხოვრებაში,რომ ბაჩო მყავს, ამაზე მეტი სიყვარული უბრალოდ არარსებულია!"

  ბაჩო ახალაიას მეუღლე და ასევე ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ამაღელვებელ წერილს აქვეყნებს :  "უკვე ორი თვეა რაც ადვოკატი ვარ და რაც ბაჩოსთან შევდივარ ციხეში. ყოველ დილით სევდანარევი სიხარულით მივრბივარ მატროსოვზე და სამუშაო საათის ბოლო წუთამდე, სანამ ციხე დაიკეტება გარეშე პირებისთვის იქ ვზივარ ბაჩოსთან ადვოკატთან შეხვედრის ოთახში. ერთი პატარა 2,5 მეტრიანი ოთახია, მხოლოდ ოთხი კედელი პატარა მაგიდით და ორი უზურგო სკამით, არც ფანჯარაა, არც საათი, მხოლოდ კამერა დაგვყურებს ზემოდან... მაგრამ სულ არ მადარდებს და არ მთრგუნავს, მთავარია ბაჩოა ჩემთან ერთად.

ვუყურებ და ვუსმენ ყოველდღე ამ ბიჭს, ათას თემაზე ვსაუბრობთ, თემას რა გამოლევს როცა ამდენი წლის უნახავ საყვარელ ადამიანს ელაპარაკები. მანცვიფრებს ამდენი უსამართლობის მერეც მისი ისევ ისეთი კეთილშობილება, მზრუნველობა, შემართება, სიძლიერე, ყოველი სიტყვა, აზრი, ფიქრი, გაუტეხელობა, უკომპრომისობა, სიმტკიცე, ქცევის მანერა, მხნეობა, სამშობლოსა და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარული. ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები როგორ გამიმართლა ცხოვრებაში, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბაჩო მყავს, არ ვიცი ამაზე მეტად როგორ შეიძლება გიყვარდეს, ამაზე მეტი სიყვარული უბრალოდ არარსებულია!" წერს ანი

   წერილს უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის იყო ნიკა გვარამიაც, რომელმაც ახალაიას მეუღლეს აი ასეთი სიტყვები მიუწერა : "შეიძლება, ბაჩოს ბევრ რამეში არ გაუმართლა, მაგრამ ცოლში ნამდვილად ძალიან! 

საოცარი გოგო ხარ,  გამძლეობას და მიზნის მალე მიღწევას გისურვებ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები