1 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რადენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ასევე 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაია რჩეულიშვილს. 

ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ის ბადრაგმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაიყვანა. 

მაია რჩეულიშვილი პროცესს დღეს ვერ დაესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას გულზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.

გამოძიება რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები