1 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აპრილის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

აპრილში ვერძებს ერთგვარ მსხვერპლზე მოუწევთ წასვლა. საჭიროა დღეს სულ ცოტათი დათმოთ თქვენი ინტერესები და სამომავლოდ გაცილებით მეტი შეიძინოთ, ვიდრე ახლა დაკარგავთ. ამ თვეში ვერძმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც უკვე დიდი დრო და ენერგია შეალია. შესაძლოა ეს საქმე უძრავ ქონებასთან ან მსხვილ კრედიტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდეს. წარმატებულად განვითარდება კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან და კოლეგებთან. ბევრი საქმე დასასრულს უახლოვდება, გეგმებიც შეუფერხებლად ხორციელდება. მაგალითად, 2017 წლის აპრილში ბიზნესმენმა ვერძმა შეიძლება გახსნას საკუთარი ბიზნესი საზღვარგარეთ. დაქირავებული ვერძები კი მოახერხებენ ოჯახსა და სახლს მეტი დრო დაუთმონ და ისე გაერთონ საკუთარ საქმეებზე ზრუნვაში, რომ პროფესიული ვალდებულებები მეორე პლანზე გადაიტანონ. ეცადეთ დრო გონივრულად გადაანაწილოთ, თორემ ხელმძღვანელების უკმაყოფილება არ აგცდებათ. თუ ძალიან ბევრი პირადი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, ჯობს მცირე შვებულება აიღოთ, ვიდრე ორ ადგილას ერთდროულად ყოფნას შეეცადოთ. ვერძის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. დაუგეგმავი ხარჯები არ გელოდებათ. პირიქით, შესაძლოა დამატებითი შემოსავალი მიიღოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგების განხორციელების შედეგად, ან გააფორმოთ კრედიტი თქვენთვის მისაღები პირობებით. თქვენს წამოწყებებს პარტნიორები მხარს დაუჭერენ, შესაბამისად ახალი ინვესტორების ძებნა არ დაგჭირდებათ.

გაზაფხულის მეორე თვეში ვერძები საკუთარი ოჯახისა და სახლისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას მოახერხებენ. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში დაასრულოთ გაჭიანურებული რემონტი და გააკეთოთ ბევრი რამ, რაც თქვენს სახლში ცხოვრებას გააიოლებს, მაგალითად, იყიდოთ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ოჯახის წევრებიც მაქსიმალურად დაგიდგებიან მხარში. ქალბატონი ვერძები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან აპრილში მაღალია დაფეხმძიმების ალბათობა. თუშვილის გაჩენას გეგმავდით, სწორედ რომ დროა. აპრილში ვერძების ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არ იქნება, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეპყრან თავიან ჯანმრთელობას ხანშიშესული ვერძები და ქრონიკული დაავადებების მქონეები. დანარჩენად, მნიშვნელოვანია არ ჭამოთ ზედმეტი, იძინოთ საკმარისად და პერიოდულად მაინც ივარჯიშოთ.

კურო

აპრილში კურო ლიდერის როლს წარმატებით მოირგებს და გარშემომყოფებისთვის სტიმულის მიცემასაც შეძლებს. მის პროფესიულ ცხოვრებაში ისეთი გარემოებები შეიქმნება, რომ კუროს ახალ ადამიანებთან კონტაქტების დამყარება და ძალიან მნიშვნელოვანი, უმთავრესად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მოუწევს. თამამად დაიცავით თქვენი ინტერესები და პოზიცია და აუცილებლად სწორად გაგიგებენ. ამ პერიოდში სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან კომუნიკაცია წარმატებული იქნება. თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ზოგიერთი ადამიანი თქვენი წარსულიდან. ამ თვეში ნებისმიერი ნაცნობობა პროდუქტიული იქნება და საიმედო დასაყრდენადაც შეიძლება გამოგადგეთ. თუ აპრილში მივლინება გაქვთ დაგეგმილი, არანაირი მიზეზით არ გადადოთ, რადგან ამ პერიოდში ნებისმიერი მგზავრობა წარმატებული იქნება, რა მიზანსაც უნდა ისახავდეთ. ვარსკვლავები ამ თვეში გულდასმით მუშაობას გირჩევენ, საწინააღმდეგო შემთხვევაში მხოლოდ იღბალი ვერაფერს გიშველით. აპრილში კუროს მატერიალური მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელზე უკეთესი იქნება. შუა თვეში მსხვილ ფულად შემოსავალს ელოდეთ. თუმცა არც ხარჯები გაკლიათ და მათი დიდი ნაწილი ამ თვეში ოჯახურ საჭიროებებს მოხმარდება.

პირად ცხოვრებაში სამომავლო გეგმების დაწყობისა და მძაფრი შთაბეჭდილებების მიღების დრო დგება. კუროები ფანტაზიებით ცხოვრობენ და უხეშ რეალობას მაქსიმალურად არიდებენ თვალს. ისინი ყველას უყვარს და მთელი ძალით უმტკიცებენ კიდეც სიყვარულს. მარტოხელა კურო აპრილში თავისი ბედისწერის ადამიანს შეიძლება შეხვდეს. სავარაუდოდ, ჩვეულებრივი მეგობრობა დიდ სასიყვარულო რომანში გადაიზრდება. შეყვარებულ და უკვე დაოჯახებულ წყვილებს თაფლობის თვე ექნებათ, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანია ერთად არიან. მეუღლეებს ბავშვების წარმატებები გაახარებთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აპრილი კარგი თვეა ურთიერთობებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ამ პერიოდში კურო ძალებითა და ენერგიითაა აღსავსე და მისი ჯანმრთელობაც, შესაბამისად, მტკიცე იქნება.

ტყუპები

აპრილში ვარსკვლავები ტყუპებს ყველა საქმეში, რაც ბიზნესსა და ფინანსებს ეხება, წარმატებას პირდებიან. ამიტომაც სწორედ ამ სფეროებზე ყურადღების კონცენტრირების დრო დგება. საქმიანი სიტუაცია დღითიდღე სტაბილურდება. ბიზნესმენები თავიანთი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივებს დაინახავენ და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობას დაიწყებენ, რაც საბოლოოდ დიდ ფინანსურ წარმატებას მოიტანს. აპრილში სწრაფი შემოსავლის მიღების შანსი დიდია. კარგად განვითარდება კავშირები სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან. მოსალოდნელია მივლინება საზღვარგარეთ. თვის მეორე ნახევარში ზოგიერთ საქმიან პარტნიორთან უთანხმოება შეიძლება შეგექმნათ და მათთან თანამშრომლობის გადახედვა დაგჭირდეთ. შესაძლოა, ამაში თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი იყოს გარეული. დაქირავებული ტყუპები ამ თვეში პრემიას მიიღებენ ან სამსახურეობრივ კიბეზე დაწინაურდებიან. გამოიჩინეთ ყურადღება კოლეგებისადმი, შესაძლოა ზოგიერთი არც მთლად საიმედო იყოს. აპრილში ტყუპების ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ იქნება, მაგრამ სიტუაცია უახლოეს კვირებში გამოსწორდება.  ამ თვეში მოგიხდებათ ძველი ფინანსური ვალდებულებების შესრულება, თუმცა თუ ვინმეს თქვენი ვალი აქვთ, სწორედ ახლა დაგიბრუნებთ.

ტყუპების პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია უთანხმოებები ნათესავებთან, რაც ძველ ვალებთან ან მოუგვარებელ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. თვის მეორე ნახევარში შეიძლება სიტუაცია სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. მოთმინება და კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოთ. ამ თვეში ტყუპების ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ დონეზეა, ამიტომ ეცადეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვათ და შაბათ-კვირაობით მაინც სრულფასოვნად დაისვენოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები მათთვის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი თვის დადგომისთვის უნდა მოემზადონ. აპრილში ყველა საქმე უპრობლემოდ გამოგივათ. ამ თვეში კირჩხიბი ბრწყინვალე ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. საკითხის სიღრმისეულად გააზრებისთვის ერთი თვალის შევლებაც ჰყოფნის, მისი მოქნილი გონება, ბრწყინვალე რეაქცია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა არც გარშემომყოფებს – საქმიან პარტნიორებს, ახალ ნაცნობებს, ძველ მეგობრებს დარჩებათ ყურადღების მიღმა. ამ თვეში ბევრ ადამიანთან კონტაქტი გელოდებათ, უმნიშვნელოვანესი კი მათ შორის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან/პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაა. კირჩხიბს შესაძლოა მივლინებაში წასვლაც კი მოუხდეს. დაქირავებული კირჩხიბები ან არსებულ სამსახურში დაწინაურდებიან კარიერულ კიბეზე, ან ახალ, პერსპექტიულ სამსახურს დაიწყებენ. მთავარია ცვლილებებისა და პასუხისმგებლობის სიმძიმის არ შეგეშინდეთ. რაც უფრო მასშტაბური იქნება თქვენი მიზნები და მოქმედება დღეს, მით უფრო დიდი იქნება მიღწევებიც. კირჩხიბის ფინანსური მდგომარეობა აპრილში სტაბილური იქნება, თუმცა მატერიალური პოზიციების გაუმჯობესების ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა. მსხვილი ფულადი შემოსავლების მიღება მოსალოდნელია თვის ბოლოს. და პლუს, არც განსაკუთრებული ხარჯები გელოდებათ.

კირჩხიბს აპრილში პირადი, ძირითადად სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში ყველაფერი რიგზე ექნება. არც ოჯახშია რაიმე პრობლემები მოსალოდნელი. უფრო მეტიც, ახლობლებს უყვარხართ და ამას საქმითაც დაამტკიცებენ. დაოჯახებული კირჩხიბები აპრილის დიდ ნაწილს თავიანთ შვილებთან გაატარებენ. შესაძლოათ მათთან ერთად დასასვენებლადსხვა ქვეყანაშიც კი წავიდნენ. მარტოხელა კირჩხიბი კი ახლახანს დაწყებულ ურთიერთობაში საკმაოდ ღრმად შეტოპავს და ეს ერთი შეხედვით ზედაპირული რომანი ხანგრძლივ და პერსპექტიულ ურთიერთობად ტრანსფორმირდება. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. აპრილში კირჩხიბების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

ლომი

აპრილში ლომს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალება მიეცემა – ყველა კოზირი მის ხელშია. ამ თვეში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მოახერხებენ დიდი ხნის წინ დაგეგმილი საქმეებისთვის გამონახონ დრო. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დაწყებისა და ბიზნესის გაფართოების დეტალების განხილვისთვის. დაქირავებული ლომები კი ახალ, უფრო პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სამსახურს დაიწყებენ. შესაძლოა თქვენივე სამსახურში კარიერულ კიბეზე დაწინაურდეთ და ხელფასიც მოგიმატონ. კოლეგები და ხელმძღვანელები ყველა წამოწყებაში დაგიჭერენ მხარს. მართალია, ძველ ბიზნეს პარტნიორებთან შექმნილი პრობლემები კვლავ აქტუალურია, მაგრამ აპრილში სწორედ ისეთი პერიოდია, როცა ღირსეულად მოახერხებთ ამ საკითხების გადაჭრას. ამ თვეში ლომის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რაშიც გასაკვირი არაფერია, თუ ბიზნესის სფეროში მის წარმატებულობას გავიხსენებთ. დროა მოითხოვოთ ანაზღაურების მატება, დაწინაურება – მენეჯერები კარგი თვალით გიყურებენ და ისარგებლეთ ამ შანსით. ძველი ვალებიც მოიშორეთ.

აპრილში ლომის ცხოვრებაში პროფესიული და სოციალური კავშირები რომანტიკულ და პირად ურთიერთობებზე გაცილებით მეტ დროს დაიკავებს. აღნიშნული პერიოდისთვის ეს სწორი მიდგომაა, რადგან სწორედ პროფესიულ ასპარეზზეა ახლა აქტუალური საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. წყვილები, ვისაც ურთიერთობაში კრიზისი აქვთ, შესანიშნავად დააღწევენ პირად უსიამოვნებებს თავს სამუშაოში კისრამდე ჩაფლობით. თუმცა კონფლიქტებს თავიდან მაინც ვერ აიცილებთ. კამათი და დაპირისპირება ოჯახში იმდენად გახშირდება, რომ ლომის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. მიუდექით ამ პერიოდს ფილოსოფიურად – ძალიან მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. 2017  წლის აპრილში ლომი ფრიად ენერგიულია, მისი ენერგეტიკაც მაღალ ნიშნულზეა, შესაბამისად ვერც ერთი დაავადება ვერ მოერევა.

ქალწული

აპრილი შესანიშნავი თვეა ახალი პარტნიორების შეძენისა თუ ახალი თანამშრომლების აყვანისთვის. ეს ეხება როგორც ბიზნესს, ისე პირად ცხოვრებასაც. ამ პერიოდში ქალწულები გაოცებულებიც კი დარჩებიან ხალხის რაოდენობით, ვინც მათ პროექტებს მოიწონებს და რეალურ დახმარებას შესთავაზებს.  სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ ძველ კოლეგებთან ურთიერთობაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. დახმარების ხელი გავლენიანმა პირებმა ან ძველმა მეგობრებმა შეიძლება გამოგიწოდონ. მთლიანობაში, ქალწულებისადმი გარშემომყოფთა დამოკიდებულება ძალიან პოზიტიური იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხოლოდ გუნდურად და კეთილსინდისიერად შრომა და ახალი, საინტერესო იდეების გენერირება მოეთხოვებათ. უნდა დაამტკიცოთ, რომ თქვენი პროექტები პერსპექტიულია და თქვენც დაუღალავად მუშაობისთვის მზად ხართ. თუ აპრილში მივლინება ან სადმე გამგზავრება გქონდათ დაგეგმილი, ნუ გადადებთ, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის. განსაკუთრებულ წარმატებას ამ თვეში ვარსკვლავები შემოქმედებით და პოლიტიკურ სფეროებში მოღვაწე ქალწულებს ჰპირდებიან. მათი პოპულარობა აპრილში ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწევს. თუმცა სამწუხაროდ, ზოგადი წარმატება ამავე თვეში მატერიალურ გამოხატულებას ვერ ჰპოვებს.  აპრილში მათ დაუგეგმავი ხარჯები ექნებათ, რომლებსაც შემოსავალი ზურგს არ უმაგრებს. ხარჯების უმეტესობა ოჯახთან იქნება დაკავშირებული.

აპრილში პირადი ცხოვრება ქალწულისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე კარიერა და სამსახური. შედარებით ახალ წყვილებს ურთიერთობაში ემოციების მორიგი ამოფრქვევა ექნებათ. შესაძლოა, დასასვენებლადაც კი წახვიდეთ ერთად. მარტოხელა ქალწულს კი ახალ, საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელის, რომელთანაც ისეთ მჩქეფარე რომანს გააბამს, რომ შედეგების წინასწარ პროგნოზირება თავადაც გაუჭირდება. ურთიერთობის გაგრძელება თქვენს გეგმებზეა დამოკიდებული, შანსი, რომ ის სერიოზულ დონეზე გადავიდეს, მაღალია. „სტაჟიან“ ოჯახებს კი ვარსკვლავები მაინცდამაინც არ სწყალობენ. ძველი, თითქოს წარსულში მოტოვებული პრობლემები კვლავ თავს ამოყოფს და ურთიერთპრეტენზიებისა და წყენის ახალ ტალღას გამოიწვევს. შესაძლოა, ზოგიერთმა წყვილმა განშორებაზეც კი დაიწყოს ფიქრი. ხოლო მეგობრულ წყვილებს უფროს ნათესავებთან და მშობლებთან შეექმნებათ პრობლემები. აპრილის უმეტეს ნაწილში ქალწულები თავს შესანიშნავად იგრძნობენ, მათი ენერგეტიკა მხოლოდ თვის მიწურულს დაიწევს ქვემოთ, ასე რომ, ამ პერიოდში თავს გაუფრთხილდით და ზედმეტად ნუ დაიტვირთებით.

სასწორი

აპრილში სასწორის ცხოვრება ძირითადად ჩვეული, რუტინული საქმეებით იქნება დაკავებული, რომელთაც უწინდებურად აკურატულად დ აპასუხისმგებლობით აღსავსე შეასრულებთ. უფრო მეტიც, ამ პერიოდში თქვენი მომავლისთვის საკმაოდ მყარი ფუნდამენტის ჩაყრას შეძლებთ. ამ თვეში წარმატებას მოგიტანთ ძველ, წამოწყებულ და გადადებულ პროექტებთან დაბრუნება. ახლა შეძლებთ აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ ყველა ხარვეზი, რამაც თავის დროს პროექტის ჩავარდნა განაპირობა. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი დგება უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. თუ სხვა ქვეყანაში ან ქალაქში ახალი ოფისის გახსნა გაქვთ დაგეგმილი, აპრილს არ გადააცილოთ – ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. სასწორებისადმი ბიზნეს პატრნიორებიც ლოიალურობას გამოიჩენენ და მათ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს დაუჭერენ. წარმატება ელოდებათ ოჯახურ ბიზნესში ჩაბმულ სასწორებს. ახლობლები თქვენი პასუხისმგებლობის ნაწილს საკუთარი ნებით გადაინაწილებენ და ცხოვრებაც და მუშაობაც საგრძნობლად გაგიიოლდებათ. აპრილში სასწორის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. ამ თვეში შესაძლოა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოთ უძრავ ქონებასთან ან ინვესტიციებთან დაკავშირებული გარიგებებიდან.

აპრილში მნიშვნელოვან მოვლენათა უმრავლესობა სასწორთა ოჯახურ წრეში განვითარდება. ამ პერიოდში დაასრულებთ აგარაკის, სახლისა თუ ბინის რემონტს. შეიძლება იყიდოთ ახალი უძრავი ქონება, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სასწორი ამ თვეში ერთ ადგილას იყოს გაჩერებული – ვარსკვლავები ცვლილებებისადმი განგაწყობენ. ნათესავებთან მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ. აპრილში თქვენ საერთო მიზანი გაგაერთიანებთ, რაც კონფლიქტების მინიმიზებას შეუწყობს ხელს. ამ თვეში სასწორის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ ნიშნულზე არ არის, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ და ჯანსაღად იკვებოთ.

მორიელი

აპრილში მორიელი ლიდერის პოზიციის დაკავებისთვის იბრძოლებს და სრულიად საფუძვლიანად – ყველა საქმეში წარმატების მიღწევის სრული უფლება გაქვთ! ამ თვეში მორიელები გაუმკლავდებიან ურთულეს, ერთი შეხედვით მოუგვარებელ პრობლემებს. მათ აქვთ უნარი, ერთი შეხედვით, სრულიად საღად შეაფასონ სიტუაცია. პლუს სწრაფი რეაქცია და იუმორის გრძნობა – ეს ის უპირატესობებია, რომლითაც ზოდიაქოს ეს ნიშანი სხვებზე მაღლა დგას. აპრილი მათთვის ძალიან წარმატებული თვეა. ამ პერიოდში გამოჩნდებიან ახალი პარტნიორები სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში, რაც თქვენს ბიზნესზე ძალზე პოზიტიურად იმოქმედებს. იღბლიანი პერიოდი იქნება შემოქმედებითი პროფესიების მორიელებისთვისაც – მხატვრების, მუსიკოსების, მსახიობებისთვის. მათი პოპულარობა პიკს მიაღწევს და მატერიალურ გამოხატულებასაც ჰპოვებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელ მორიელებს თანამშრომლებისადმი, ხოლო დაქირავებულებს კოლეგებისადმი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მართებთ. მათ, თავიანთი დაუდევრობით ან წინასწარი ბოროტი განზრახვით შეიძლება თქვენს საქმეს ზიანი მიაყენონ. ნებისმიერ შემთხვევაში, აკონტროლეთ გარემოცვა და გახსოვდეთ, რომ  გუნდი თქვენი მასშტაბური გეგმების განსახორციელებლად ყოველთვის მზად შეიძლება არ იყოს. აუცილებელია ამოქაჩოთ გუნდის ყველა სუსტი რგოლი და ამ შემთხვევაში წინ ვეღარაფერი დაგიდგებათ. აპრილში დაგეგმილი საქმეები საკმაოდ სერიოზულ ხარჯებს მოითხოვს, ამიტომაც ეცადეთ, ფული მხოლოდ ძალიან აუცილებელი მიზნებისთვის დახარჯოთ.

აპრილი პირადი ცხოვრების გაფურჩქვნისთვისაც ძალიან კარგი თვეა. მორიელს თავისი საყვარელი და ახლობელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზები თითქმის ყოველდღიურად ელის. არ არის გამორიცხული შეხვედრები და ნაცნობობა ახალ, საინტერესო ადამიანებთან, მოგზაურობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში. თქვენი გარემოცვა ახალი ადამიანებით შეივსება და მარტოხელა მორიელიც შეიძლება შეხვდეს იმ ერთადერთს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. შემთხვევითი, დაუგეგმავი შეხვედრა სერიოზულ რომანში გადაიზრდება. დაოჯახებულმა მორიელებმა უნდა მოაგვარონ მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხები, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, შვილის გაჩენის დაგეგმვა და ა.შ. თუ ბავშვები უკვე გყავთ, მოემზადეთ, რომ მათი საჭიროებებისთვის სერიოზული ხარჯების გაღება მოგიწევთ. აპრილში ჯანმრთელობის ჰოროსკოპიც პოზიტიური იქნება. მორიელი მთელი თვის განმავლობაში სასიცოცხლო აქტივობის პიკზე იქნება, მხოლოდ მესამე დეკადის მიწურულს იგრძნობს მცირედ დაღლილობას. შაბათ-კვირას მაინც კარგად დაისვენეთ და ყველაფერი რიგზე იქნება.

მშვილდოსანი

აპრილში ვარკვლავები მშვილდოსნების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამ თვეში იმდენი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, რომ მეტოქეები და კონკურენტები ვერ გაჯობებენ. მშვილდოსანი ნებისმიერი გუნდის სასარგებლო და შეუცვლელი წევრი იქნება. თქვენს მხრებზე ბევრი როგორც მნიშვნელოვანი, ასევე მეტნაკლებად მეორეხარისხოვანი საქმე შეიძლება ჩამოეკიდოს. აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, უკანასკნელ დეტალამდე და ამ საქმეში მშვილდოსნები თავის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენენ. თქვენს მონდომებულობას ხელმძღვანელობაც სათანადოდ დააფასებს და კოლეგებიც. ბიზნესმენი მშვილდოსნები ახალ წინადადებებს მიიღებენ. დაქირავებულმა მშვილდოსანმა კარიერულ კიბეზე წინ შეიძლება წაიწიოს ან ახალი, უფრო პერსპექტიული და შემოსავლიანი სამსახურის შეთავაზება მიიღოს. მოსალოდნელია, შემოსავლის დამატებითი წყაროების გაჩენაც. შეიძლება გაგირთულდეთ ურთიერთობები სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან. განსაკუთრებით რეალურია კონფლიქტის წარმოქმნა თვის მეორე ნახევარში. შეიძლება დაპირისპირება იმდენად სერიოზული გამოდგეს, რომ საქმიანი კავშირი საერთოდ შეწყვიტოთ. თუ ეს თქვენს სამომავლო გეგმებში არ ჯდება, ეცადეთ შუამავლების მეშვეობით მაინც მოგვაროთ უთანხმოება. აპრილი ფინანსური თვალსაზრისით მშვილდოსნებისთვის კარგი თვეა. შემოსავლები რეგულარულად შემოვა და მათი მოცულობაც მოიმატებს.


თხის რქა

აპრილი თხის რქისთვის ძალიან ჩქარ ტემპში ჩაივლის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზოგჯერ მოვლენებისთვის წინ გადასწრება სჩვევიათ და არ ესმით, რომ სხვა ადამიანებს სიტუაციის აღსაქმელად მეტი დრო სჭირდებათ. აპრილში თხის რქის სახლში, მშვიდად დარჩენა შეუძლებელი იქნება. ახალი იდეები და შესაძლებლობები ახალი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ. კარგი დრო დგება საქმიან პარტნიორებთან ახალი შეთანხმებების დასადებად და თქვენი იდეებისთვის ხორცის შესასხმელად. გაუფრთხილდით სასარგებლო კონტაქტებს და ეცადეთ ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებელი მიიღოთ. პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებას ხვალისთვის ნუ გადადებთ, დათანხმდით ახალ პროექტებზე, წინადადებებზე, ვალდებულებებზე. საქმიანი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ყველაფერს წარმატებულად გაუმკლავდებით. დახმარებას ძველი მეგობრები და მაღალჩინოსნებიც კი შემოგთავაზებენ. მართალია, გამორიცხული არ არის ურთიერთობის დაძაბვა ზოგიერთ ბიზნესპარტნიორთან, რაც თქვენს გეგმებში მცირედი კორექტივების შეტანის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. თხის რქის ფინანსური მდგომარეობა აპრილში მეტნაკლებად სტაბილური იქნება. განსაკუთრებული არც ხარჯები გელით და არც შემოსავლები.

ვარსკვლავები აპრილში თხის რქებს ახალი და საინტერესო ნაცნობების შეძენას ჰპირდებიან. სასიყვარულო ასპარეზზე უამრავი ემოცია გელოდებათ. მთავარია, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსაშვებად რამდენად ხართ მზად. ახალი წყვილები აპრილს მშვიდად, სრულ ჰარმონიაში გაატარებენ. აი, დაოჯახებულ თხის რქებს კი სახლში არასტაბილური სიტუაცია ექნებათ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტები უბრალო წვრილმანებზეც კი. თუმცა განხეთქილებამდე საქმე მაინც არ მივა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დელიკატურობა და ყურადღება გამოიჩინეთ და ბევრ უსიამოვნო მომენტს აირიდებთ თავიდან. 

მერწყული

მერწულები აპრილის უმეტეს ნაწილს ოჯახსა და სამეურნეო საქმეებს მიუძღვნიან. სწორედ სახლში სჭირდებით თქვენს საყვარელ ადამიანებს ახლა. ბიზნესმენი მერწყულები კი საკუთარი საქმის მთლიანად რეორგანიზების საჭიროების წინაშე დადგებიან. ადრე დაგეგმილი პროექტები რეალურ შტრიხებს შეიძენს. ასევე, შესაძლოა შეიცვალოთ ოფისი ან გაყიდოთ მსხვილი უძრავი ქონება. ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოხდება. მერწყულების პარტნიორები მათ მხარეს იქნებიან, როგორც სიტყვით, ისე რეალური საქმით. განსაკუთრებული წარმატება ოჯახურ ბიზნესში ჩართულ მერწყულებს ელით. მით უფრო, რომ ამ პერიოდში თქვენი ახლობლები მზად არიან ყველანაირად დაგიდგნენ მხარში. დაქირავებული მერწყულები კი სამსახურის შეცვლაზე ან სულაც საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე უნდა დაფიქრდნენ. მოსალოდნელია, რომელიმე ნათესავმა საერთო საქმის დაწყება შემოგთავაზოთ – ნუ შეუშინდებით ცვლილებებს და ასეთ წინადადებაზე უარი არ თქვათ. აპრილში მერწყულების ფინანსური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება. ეს პერიოდი ხელსაყრელია სასურველი კრედიტის მიღებისა თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისთვის. მერწყულები, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას არ ეწევიან, ახლობლების ფინანსური დახმარებით ისარგებლებენ. ამ თვეში ხარჯებიც საკმაოდ ბევრი ექნებათ, მაგრამ მიღებული შემოსავალი ბოლომდე გაწვდება და არც თქვენი საფულე შეთხელდება მაინცდამაინც.

აპრილის მთავარი მოვლენები მაინც ოჯახსა და სახლში განვითარდება. აქტუალური გახდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან კაპიტალური რემონტი. გამორიცხული არ არის, სულაც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე დაფიქრდეთ. შეყვარებული მერწყულებისთვის აპრილი რთული პერიოდი იქნება, თვის მეორე ნახევარში წვრილმანმა უთანხმოებებმა სერიოზულ კონფლიქტამდე ან სულაც დაშორებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. დაოჯახებულ მერწყულებს სირთულეები შეექმნებათ ბავშვებთან ურთიერთობისას და მათი პრობლემების მოსაგვარებლად საკმაოდ სერიოზული თანხების გაღებაც მოუხდებათ. მერწყულის ჯანმრთელობას ამ თვეში არაფერი ემუქრება. თუმცა წონა უნდა აკონტროლოს.

თევზები

თევზების საქმეები შესანიშნავად მიდის, მთელი აპრილი ერთმანეთზე უფრო სასიამოვნო ამბებით იქნება გადატვირთული. თქვენს ირგვლივ საიმედო ადამიანები არიან შეკრებილნი. ამ თვეში შეძლებთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინოთ და დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები. თევზები ენერგიითა და ენთუზიაზმით არიან აღსავსე და თამამად შეუძლიათ ახლობლებისა თუ საქმიანი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ხელმძღვანელობაც პოზიურად არის თქვენდამი განწყობილი. აქტიურად განავითარეთ ურთიერთობები სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებლებთან, რადგან ზოგიერთი მათგანი თქვენი მომავალი პარტნიორი შეიძლება გახდეს. თევზებს წარმატება თან სდევთ, თუმცა საკუთარი პროექტებისადმი ყურადღება უნდა გამოიჩინონ – მიზნები და ამოცანები მაქსიმალურად კონკრეტული უნდა იყოს, საწინააღმდეგო შემთხვევაში მათი განხორციელება გაგიჭირდებათ. აპრილში თევზების ფინანსური ჰოროსკოპი არასტაბილურია. შეხვედრები, მივლინებები, კონტაქტების დამყარება – ეს საკმაოდ ხარჯიანი საქმიანობაა. თუმცა ახლა თქვენს მომავალში დებთ ინვესტიციებს, ამიტომ მომჭირნეობა დაივიწყეთ. მით უმეტეს, რომ შემოსავლები არ იკლებს.


friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები