1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და მეტი ნიჭი და შესაძლებლობა უნდა გამოავლინოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

კურო
ფორტუნა თქვენ მხარესაა. ნუ იწუწუნებთ, ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. 

ტყუპი
საქმიანი შეხვედრებით დატვირთული დილა გელით. შუადღე საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ; საღამო - რომანტიკულ პაემანს. გაუმხილეთ საყვარელ ადამიანს გრძნობები. 

კირჩხიბი
მაინცდამაინც ნუ იტრაბახებთ საკუთარი მიღწევებით. განსაკუთრებით მოშურნეებთან. საღამოს ნათესავებს ოჯახური ვახშამი მოუწყვეთ. 

ლომი
შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალი ნიჭი. გარშემო მყოფები თქვენგან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ელიან. საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთეთ. 

ქალწული
საინტერესო დღე გელით, იღბალი საჩუქრებს გიმზადებთ. სამსახურის საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით და გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო. 

სასწორი
სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დარწმუნდით, რომ გავლენიანი მფარველები მხარს დაგიჭერენ. გაახალისეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

მორიელი
დღეს საკუთარი თავით იამაყებთ. ყველა დაგეგმილ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. შეძლებთ დაწყებული პროექტების დასრულებას. რომანტიკული ნაცნობობა გელით. 

მშვილდოსანი
მართალია, ყველაფერი იცით, მაგრამ დღეს პროფესიონალების, გამოცდილი ადამიანების რჩევებს უნდა დაუგდოთ ყური. გააუმჯობესეთ პირადი ურთიერთობა. საღამო საყვარელი ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა 
პოზიტიური და შრომისმოყვარე ხართ. კარგი დღეა პროექტების დასასრულებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი. 

მერწყული
ურთიერთობებისა და შეხვედრების დღეა. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. გამონახეთ დრო გართობისა და შოპინგისთვის. 

თევზები
საშუალება მოგეცემათ გარშემო - სამსახურში, ოჯახში მეგობრული და პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები