1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ხუთი წელია ოცნებობს იმ დღეზე,როცა მამას გაიცნობს.. 6 თვის იყო უკანასკნელად როცა ნახა და წარმოსახვით უყვარს"

კესო ანი ნადარეიშვილის და ბაჩო ახალაიას ქალიშვილია. პატარა გოგონა თავის  მამას ჯერ არ იცნობს. ის 6 თვის იყო, როდესაც ახალაია  უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ეკტერინე ხეხეულიძე სოციალურ ქსელში კესოს შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ამ გოგოს ხუთი წელია ეუბნებიან,რომ მამა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გრძელვადიან უშვებულებო სამსახურშია.ესეც ხუთი წელია ოცნებობს იმ დღეზე,როცა მამას გაიცნობს.6 თვის იყო უკანასკნელად როცა ნახა და წარმოსახვით უყვარს.უკარებაა და თუ გინდათ მისი ყურადღება დაიმსახუროთ,მესამე პირში ბაჩოზე უნდა მოყვეთ ამბავი და აუცილებლად დაიმეგობრებთ.ამ ამბავს ისიც დაერთო,რომ დედა იმ მიზეზით გახდა ადვოკატი,რომ ქმარს პატიმრობა გაუადვილოს და ყოველ სამუშაო დღეს დილიდან დაღამებამდე ციხის პატარა ოთახში ბაჩოს სანახავად დადის.მერე რა ,რომ ძალიან ლამაზია,უმეტესად მოწყენილია და ვერაფრით გაერკვა ახლა ანი რატომ წავიდა გრძელვადიან უშვებულებო სამსახურში.დღეს კესოს დაბადების დღეა.ძალიან მინდა მალე ჩაეხუტოს საოცნებო მამას და ისიც ძალიან მინდა,რომ მათ პირველ შეხვედრას დავესწრო.ბედნიერება და უღრუბლო საქართველო კესოს"-წერს ხერხეულიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები