1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კიმ კარდაშიანი გაქურდეს - ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით 17 პირი დააკავეს

ორი შვილის დედა კიმ კარდაშიანი გასულ ოქტომბერს პარიზში გაძარცვეს და 10 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები წაიღეს. ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით 17 პირი დააკავეს. 

კიმი პარიზში ფეშენ ვიქზე ჩავიდა. ის საკუთარ აპარტამენტში იმყოფებოდა, როცა მძარცველები დაესხნენ თავს. ამ დროს მისი პირადი მცველი კიმის დებთან ერთად იყო გარეთ გასული.

კიმ კარდაშიანმა კოშმარული ღამის შესახებ, როცა ის მძარცველების სამიზნე გახდა,  ტელეშოუში "შეხვდით კარდაშიანებს" ისაუბრა. ვარსკვლავი ამბობს, რომ მძარცველების მიზანი მასზე ძალადობა და მისი მკვლელობა იყო.

კიმ კარდაშიანი: "მან ფეხზე მომკიდა ხელი. მე ტანსაცმელი არ მეცვა.  საწოლზე როცა დამაგდო,  გავიფიქრე, რომ ჩემს გაუპატიურებას აპირებდა". კიმი შემზარავ დეტალებს იხსენებს:" მე მხოლოდ ვლოცულობდი, რომ კორტნის გაეგრძელებინა ნორმალურად ცხოვრება, მას შემდეგ, რაც მკვდარს მნახავდა".

კიმი ასევე იხსენებს: "მე ვკითხე - მოკვლას მიპირებთ? მათ ჩემი არ ესმოდათ, მაგრამ ვთხოვე, რომ ცოცხალი დავეტოვებინე, მე ხომ ორი შვილი და ოჯახი მყავს."

კიმი ამბობს, რომ დამნაშავეებმა კარგად იცოდნენ სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის, რადგან ძარცვამდე მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომლიდანაც ეს ინფორმაცია შეეძლოთ მიეღოთ.

გასროლის ნაცვლად მძარცველებმა კიმ კარდაშიანი სააბაზანოში შეაგდეს და გაიქცნენ. მანამდე მათ ფრანგული პოლიციიის ფორმა გადაიცვეს.

ძარცვის დროს მოიპარეს კიმ კარდაშიანის 20-კარატიანი საქორწინო ბეჭედიც. ამ ფაქტის გამო კიმის ქმარმა რეპერმა კანიე ვესტმა კონცერტი შეწყვიტა. რეპერი ამბობს, რომ თუ რამე მოხდებოდა, ის აუცილებლად იძიებდა შურს ცოლის გამო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები