1 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რეტრო სირბილი - წონაში კლების ინოვაციური მეთოდი

რა არის წონაში კლების ახალი მეთოდი "რეტრო სირბილი"?- არაფერი განსაკუთრებული ეს უბრალოდ უკუღმა სირბილია. როგორც კვლევებმა აჩვენა ეს მეთოდი ძალიან ეფექტური ვარჯიშია, რომელიც არ შეიცავს ზურგისა და ფეხების დაზიანების რისკს. ხელს უწყობს წონაში კლებასა და აძლიერებს სხეულს.

რეტრო სირბილი არამარტო კარდიო ვარჯიშია და წვავს კალორიებს, არამედ ვარჯიშების მთელ კომპლექტადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ავარჯიშებს კუნთების მთელ რიგს, განსაკუთრებით ოთხთავა კუნთს. წარმოიდგინეთ 100 ნაბიჯი უკან, იგივეა რაც 1000 ნაბიჯი წინ , ხოლო 10 ნაბიჯი უკუღმა სირბილი 100 ჩვეულებრივ სირბილს უდრის. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაზოგოთ დრო და ენერგია. კარგად ჟღერს არა? 

რეტრო სირბილი საშუალებას მოგცემთ , კალორიების წვის გარდა, ავარჯიშოთ ზურგი და ფეხები ზედმეტი დატვირთვისა და დაზიანების რისკის გარეშე. გარდა ამისა, ასე ვარჯიში გაგივითარებთ , მხვედბელობასა და სმენას. თქვენი ჩვეული ვარჯიშების  და  კუნთების დატვირთვის ცვლილებით ტვინი განსხვავებულად მუშაობას და სწრაფ რეაგირებას დაიწყებს. 

თუ თქვენ დაიწყებთ რეტრო სირბილს აუცილებლად ივარჯიშეთ თქვენთვის ნაცნობ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ ტრამვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები