1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გამოასწორეთ ის თვისებები, რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი შემოქმედებით სფეროში. მეგობრები დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში, ბიზნესის გაფართოებაში. 

კურო
დღეს საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ. იდეალური დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად და სასიამოვნოდ გაქვთ. 

ტყუპი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გარშემო მყოფებს თქვენს იდეებს ნუ გაუმხელთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
პოზიტიური და ოპტიმისტური დღე გელით. დასასრულისკენ მიიყვანეთ დაწყებული საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით უმცროს წევრებთან. 

ლომი
სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
მნიშვნელოვანი საკითხები სადილობამდე მოაგვარეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გაიხსენეთ სასიამოვნო მოგონებები. 

სასწორი
სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული დღე გელით. ნუ მოცდებით სამუშაოს. საღამოს საყვარელ ადამიანს შეხვდით. 

მორიელი
ფორტუნა გწყალობთ, სურვილების ასრულებას შეძლებთ. უფროსისგან საინტერესო და სარფიან შემოთავაზებას მიიღებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკული პაემნით გაანებივრეთ. 

მშვილდოსანი
კოლეგების დახმარებით ახალი პროექტების განხორციელებას, საქმეების მოგვარებას შეძლებთ. საღამოს პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. 

თხის რქა
დილიდან კარგი განწყობა შეიქმენით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაიხსენეთ ოჯახური ტრადიცია. ისეთი გასართობი მოიგონეთ, რომ მთელი ოჯახი აიყოლიოთ. 

მერწყული
დღევანდელი დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ. პირადი ცხოვრება სასიამოვნო მოულოდნელობებითაა აღსავსე. 

თევზები
სამსახურის საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. დღეს უსაქმურობას არავინ გაპატიებთ. რჩევა გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები