1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბექა შენგელია - ,,მის თვალწინ დავაგემოვნე მისი დედობილის გული და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა"

მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით მოკლა ირმა ყოჩიაშვილის დედა და მის თვალწინ დავაგემოვნე მისი დედობილის გული, - ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

შენგელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ირმა ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება მას ედავება. 

”მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ. 

მისივე თქმით, მარიამ ყოჩიაშვილს მან შთააგონა, რომ მისი დავალებების შესრულება იყო თავად მარიამ ყოჩიაშვილის სურვილი. 

რაც შეეხება ბრალდებული ყოჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ თავისუფლებაზე გასვლის შემთხვევაში ყოჩიაშვილმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, როგორც ბრალდებულმა ბექა შენგელიამ აღნიშნა, ამის არავითარი საფრთხე არ არსებობს. 

”არავითარი საფრთხე მამის მოკვლის არ არსებობს”, - განაცხადა შენგელიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები