1 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მთელი დღის ნაგროვები ხურდები მოხუც მათხოვარს მისცა, მარტო მე არ უნდა შემხვდეს ყველაფერიო .. ლამის ავღნავლდით ქუჩაში"

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი 14 წლის იდონის ბადიროვის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს:" აიდონისთან ყველაფერი გვარდება ნელნელა ))) მასაც, დედმამასაც და პატარა დებსაც უკვე აქვთ საჭმელი,სათამაშოები, ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა, მოვუგვარეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები, საბუთების ამბებიც გვარდება ნელნელა, მის დედას კი ვუმკურნალებთ. დარჩა საშოვნი საწოლი და მაგიდა, იქნებ ვინმეს გქონდეთ ზედმეტად სახლში, მე მოვალ და წავუღებ. გრძნობს ადამიანების მხარდაჭერას და აწი ნახეთ თქვენ მისი მედლები და ჩემპიონობა )))  დღეს როცა ყველაფერი ვუყიდე, მივდიოდით, უკან ჩამომრჩა და მთელი დღის ნაგროვები ხურდები მოხუც მათხოვარს მისცა, ლამის ავღნავლდით ქუჩაში ))  არტო მე არ უნდა შემხვდეს ყველაფერიო ))) აესეთი ბიჭია და ყველაფერს იმსახურებს."

შეგახსენებთ,რომ 14 წლის იდონის ბადიროვი საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში  17-ჯერ გახდა, მის ოჯახს ძალიან უჭირს, ამიტომ მოზარდს უწევს ბაზარში ლიმონის გაყიდვა,რათა თავი ირჩინოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები