1 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, ჩავუტანე საჭმელი, ერთი თვე მაინც ეყოფათ" - ბიჭი,რომელიც 17-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ვაგზალზე ლიმონს ჰყიდის

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთ ბიჭუნას დაეხმარა.14 წლის იდონის ბადიროვი საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში  17-ჯერ გახდა, მის ოჯახს ძალიან უჭირს,ამიტომ მოზარდს უწევს ბაზარში ლიმონის გაყიდვა,რათა თავი ირჩინოს.
"წუხელ ვიყავი ამათთან ჩასული :/ ეს ბიჭი აიდონის ბადიროვია, 14 წლის ბიჭი რომელიც 17 ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში. ცხოვრობს დედასთან, მამასთან და სამ პატარა დასთან ერთად დაქცეულ სახლში, რომელშიც ქირას - ას ლარს იხდიან. ყოველ დილას ფეხით ხუთ კილომეტრს გადის რომ სოფელ ველიდან აფრიკაში, ავტობუსამდე ჩამოაღწიოს,იქიდან ვაგზალზე მიდის და საღამომდე ლიმონს ჰყიდის. საღამოს ვარჯიშობს და ისევ იმ გზას გადის უკან. რაც პირველი მთხოვა, ქართული პასპორტია, უნდა რომ ჩვენი მოქალაქე იყოს. გუშინ ჩავუტანე საჭმელი, ერთი თვე მაინც ეყოფათ, მაგრამ ბიჭს სჭირდება სპორტული ტანსაცმელი და აღჭურვილობა. მამას ნებისმიერი სამსახური, სახლს ყველაფერი :/ თვეში ორჯერ ფული არ შემიგროვებია, მაგრამ ბიჭს ახლა სჭირდება მხარდაჭერა, ოქროსავით ბიჭია ❤ ეხლა გურჯაანში მივდივარ, ჩამოვალ და მაშინვე ისევ ვნახავ.
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili" - წერს სინჯიკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები