2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ მშობლებო, გახსოვდეთ, შვილის განათლებაში დახარჯული თანხა თქვენი ცხოვრების საუკეთესო ინვესტიციაა! „

ტურისტული სააგენტო „Free Travel“-ის საერთაშორისო სწავლების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს მოსწავლეთა გაშვებას საზღვარგარეთ ენის შემსწავლელ კურსებზე. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად მივმართეთ ტურისტული სააგენტო „Free Travel”-ის დირექტორს თინათინ გოგუაძეს.

რომელ ქვეყნებში უშვებთ მოსწავლეებს?
“Free Travel”-ის საერთაშორიოს სწავლების დეპარტამენტი უკვე 2 წელია წარმატებით თანამშროლობს დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და ევროპის ენის სკოლათა ქსელთან. ყოველწლიურად ვახორციელებთ მოსწავლეთა გაშვებას ენის კურსებზე შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, მალტა, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ჩეხეთი, თურქეთი. კურსის ხანგრძლივობა იწყება ერთი კვრიდან და შესაძლებელი არის მაქსიმუმ 8 კვირის დაჯავშნა. თუმცა მშობლებს ბავშვების ასაკის მიხედვით ვუწევთ რეკომენდაციას. შვიდი წლის ბავშვისათვის ორ კვირა ენის სწავლისათვის შედეგიანია და მოსაბეზრებელიც არ იქნება.

რა ასაკის უნდა იყოს ბავშვი, რომ ენის სასწავლო კურსები გაიაროს?
7 წლის ასაკიდან მშობლებმა ბავშვები სასურველია გაუშვან სხვადასხვა სასწავლო სკოლა-ბანაკებში. ენის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ისინი სწავლობენ მათთვის უცნობ გარემოში როგორ ადაბტირდნენ, უცხო ქვეყნის წარმომადგელებთან როგორ დაიწყონ საუბარი;  სრულიად დამოუკიდებლად ახერხებენ და ითავისებენ მშობლის შეხსენების გარეშე თუ როგორ მოაგვარონ ყოვედღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობა.

იმისთვის, რომ ენის კურსების გავლას უფრო მეტი შედეგი ჰქონდეს რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?
მოგეხსენებათ, რომ საზღვარგარეთ ორი ან ოთხ კვირიანი ენის კურსების გავლას თითქმის იგივე შედეგის მოტანა შეუძლია, როგორც საქართველოში დაახლოებით ოთხ თვიანი ან ერთ წლიანი ენის კურსებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად დიდ ბრიტანეთში ინგლისური, საფრანგეთში - ფრანგული, ხოლო გერმანიაში გერმანული ენის კურსები გაიარონ ბავშვებმა. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში სრულიად ინგლისური გარემო ბავშებს აძლევს საშუალებას კომუნიკაცია შედგეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

რა სერვისებს სთავაზობთ მსურველებს?
ვუზრუნველყობთ აბსოლიტურად სრული სერვისით: ენის კურსების დაჯავშნა ქვეყნების მიხერვით, ჯგუფის შემთხვევაში ასაკობრივი გადანაწილება და ჯგუფის ხელმძღვანლის მომსახურება, სავიზო მხარდაჭერა, ავიაბილეთებით უზრუნველყოფა, სხადასხვა გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, განთავსება, სამჯერადი კვება, სამოგზაურო დაზღვევა.

როდის უნდა დაგიკავშირდეთ მშობლები?
მოსწავეთათვის ენის კურსები მხოლოდ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში მიმდინარეობს. რადგან სავიზო პროცედურებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, სასურველია მშობლებმა მოგვმართონ კურსის დაწყებამდე მინიმუმ 2 ან 3 თვით ადრე. შეუძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] ან გვეწვიონ LTD Free Travel-ის ოფისში, რომელიც მდებარეობს დავით  აღმაშენებლის გამზ. N175, თბილისსში (თუმანიშვილის თეატრის წინ). ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრები გახლავთ: +995 599 039922.

მშობლებო, გახსოვდეთ, შვილის განათლებაში დახარჯული თანხა თქვენი ცხოვრების საუკეთესო ინვესტიციაა! მიეცით თქვენს შვილებს საუკეთესო განათლების მიღებისა და დაუვიწყარი არდადეგების გატარების საშუალება. ისინი ენის გაძლიერებულ გაკვეთილებთან ერთად, დაათვალიერებენ ღირსშესანიშნავ ადგილებს, გაიცნობენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, გაიჩენენ მეგობრებს და გაატარებენ დაუვიწყარ დროს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები