2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თხილის ექსპორტი ზუგდიდიდან ევროპამდე

წარმატებულ საექსპორტო ბიზნესამდე მცირე, საოჯახო საწარმო ჰქონდა, თუმცა წარმატება ძალიან მალე მოვიდა და გაფართოება გადაწყვიტა. ჩვენი რესპონდენტი, ტერაბანკის ბიზნესკლიენტი - მაია მიქავაა, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიზნესისტორია აქვს. 

„თხილის საექსპორტო ბიზნესი ძალიან პატარა, საოჯახო ქარხნით დავიწყე, თუმცა, როდესაც დიდ მასშტაბებზე გავედი, მივხვდი, რომ გაფართოება აუცილებელი იყო. სწორედ ამ დროს დავუკავშირდი ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორს, რომელიც დაინტერესებული იყო წარმოებისა და ექსპორტის დაფინანსებით. ერთობლივად ავაშენეთ დიდი ქარხანა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდა, ჩვენი თანამშრომლობაც ვერ გაგრძელდებოდა და გაყოფა გადავწყვიტეთ. მჭირდებოდა დამატებითი ფინანსური რესურსი, რომ პარტნიორისთვის მისი წილი უკან დამებრუნებინა. რატომღაც ყველა ბანკმა უარი მითხრა დახმარებაზე. ტერაბანკს მივმართე და უდიდესი მხარდაჭერა აღმომიჩინეს. ჩემი პარტნიორი გავისტუმრე და დავიწყე პროდუქციის დამოუკიდებლად წარმოება. ევროპის თითქმის ყველა ქალაქში ქართული თხილი ახლა უკვე დამოუკიდებლად გამაქვს. დავამატე მოსახალი ხაზი, გავაკეთე ლაბორატორია და ძალიან გავაფართოვე მასშტაბები. ბიზნესს დივერსიფიკაციაც გავუკეთე, რადგან შევქმენი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ახლა უკვე 24- საათიანი დატვირთვით ვმუშაობთ. გაგვაქვს ექსპორტზე თხილის ყველა პროდუქტი: გაუტეხავი, მოხალული, ფქვილი, დაჭრილი. 

ჩვენი სავაჭრო ნიშანია - ევროჰაზელი. ეს არის ის კომპანია,რომლის წილის გამოსყიდვაშიც ტერაბანკი დამეხმარა და ამჟამად 100 %-იანი წილის მფლოებლი ვარ. მე თავად ვაწარმოებ კლიენტების მოზიდვას და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ახლა ვხვდები, კიდევ ერთხელ საჭიროებს ჩემი ბიზნესი გაფართოებას, რადგან ის იმდენად წარმატებულია, რომ ახალ მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობა მაქვს.“

მაია მიქავამ ტერაბანკს ბიზნესის დაფინანსების თხოვნით 2013 წელს მიმართა. ორი სესხი თხილის წარმოების გაფართოების მიზნით 5 წლის ვადით აიღო და დღემდე ტერაბანკის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესკლიენტია. მაიას მსგავსად, სხვა ბიზნესმენებს ტერაბანკში საკუთარი ბანკირები ჰყავთ. SME ბანკირები და SME ანალიტიკოსები ზრუნავენ მათთვის ოპტიმალური, მომგებიანი საბანკო გზების შეთავაზებაზე, ეხმარებიან მათ გადაწყვეტილების მიღებაში და აძლევენ რეკომენდაციას იმ მიმართულებით, რომელიც სარგებლობის მომტანი იქნება მათი ბიზნესისთვის. 

რებრენდინგის შემდეგ ტერაბანკის სათავო ოფისში სპეციალურად ბიზნესმენებისთვის ბიზნესჰაბია შემქნილი. მოსახერხებელი და კომფორტული ინტერიერი, მომგებიან საბანკო პროდუქტებთან ერთად , ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომელსაც ტერაბანკი თავის ბიზნესკლიენტებს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები