2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო და უჩვეულო მოვლენებით დაგამახსოვრდებათ დღევანდელი დღე. შუადღის მერე გამონახეთ დრო დასვენებისთვის. საღამოს მეგობრებთან შეხვედრაზე უარი არ თქვათ. 

კურო
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო დღესასწაულია. გარშემო მყოფები გიღიმიან, ხუმრობენ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ განწყობაზეა და მზრუნველობით გაგანებივრებთ. 

ტყუპი
მკაცრად ნუ განსჯით გარშემო მყოფებს. ადამიანებს აქვთ შეცდომების დაშვების უფლება. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიონალურ საქმიანობაში წინსვლას. პირად ცხოვრებაში ჩამოყალიბდით, ვისთან გსურთ ურთიერთობის გაგრძელება. 

კირჩხიბი
საინტერესო ცხოვრება გაქვთ და ნურავისას ნუ შეადარებთ. სამსახურის საქმეების გამო საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. 

ლომი
დასვენების დღის მიუხედავად მთელი დღე სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ყურადღება გმართებთ ფინანსური დოკუმენტების მიმართ. საღამო ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ გართობისთვისაც მოიცალეთ ხოლმე. საინტერესო და უჩვეულო ადამიანების გაცნობა გელით. საღამოს მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. 

სასწორი
კოლეგებთანაც გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა და უფროსის შექებასაც დაიმსახურებთ. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ. თქვენი ჭირვეულობით ნუ გააწამებთ. 

მორიელი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. თუმცა, გარშემო მყოფების მოსაზრებაც გაითვალისწინეთ. საღამოს მაღაზიებში გაიარეთ, გარდერობი განაახლეთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასაწრებად. შეკრიბეთ თანამოაზრეები და იმხიარულეთ. დადებითი მომენტებით დატვირთული დღე გელით. 

თხის რქა
დღეს ნებისმიერ პრობლემას მარტივად გაართმევთ თავს. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. თუმცა, დასვენებისთვისაც უნდა მოიცალოთ. საღამოს გვიანობამდე ნუ გაჩერდებით წვეულებაზე, შინ ბავშვები გელოდებიან. 

მერწყული
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. მეუღლეს ნუ აეჭვიანებთ. საღამოს ოჯახური ვახშამი მოამზადეთ და მეგობრებიც დაპატიჟეთ. 

თევზები
ფორტუნა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია და ისარგებლეთ მომენტით. გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეები და პირად ცხოვრებაშიც სიურპრიზი გელით. პარტნიორი თქვენს სურვილებს გამოიცნობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები