0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, იმ ათუკას დაფლეთილ გულს ვიფიცებ, რომელიც მკვლელების მფარველი ქოცების კონცერტზე მომიკლეს გულში დანის ჩარტყმით"

პარლამენტის ყოფილი წევრი, მეგი გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 30 სექტემბერს, ფონიჭალაში "ქართული ცონების" მიერ გამართულ კონცერტზე მოკლული ავთო ბაგალიშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

ამ სტატუსს ძალიან გამწარებული და დამწუხრებული , ყოვლად ღონემიხდილი და ამავდროულად გააფთრებული ვწერ, ამ სტატუსს ვწერ და ცხარე ცრემლებით ვტირი , ვტირი და ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვპირდები და ათუკას ვიფიცებ, იმ ათუკას დაფლეთილ გულს ვიფიცებ, რომელიც დამპალი , გათახსირებული, მკვლელების მფარველი ქოცების კონცერტზე მომიკლეს გულში დანის ჩარტყმით!| ფონიჭალაში მომიკლეს ჩემი ბიძაშვილის ულამაზესი 16 წლის შვილი , რომლის მეგობრის გამოხედვაც არ ესიამოვნათ ლაწირაკ ქოცებს, არ ესიამოვნათ და დაერივნენ 30 არაკაცი ქოციშვილი ლაწირაკი 8 ბავშვს, სადაც არცერეთი პოლიციელი არ ეგდო! ამხელა ღრეობა-კონცერტს რომ ატარებ და პოლიცია უსაფრთხოების არანაირ ზომებს არ იცავს , ეს კრიმინალური სახელმწიფოა! აქ პოლიცია არ არსებობს! აქ არავის შვილი არ არის დაცული! რამოდენიმე წლის წინ მანდვე მომიკლეს ათუკას დეიდაშვილი, ჩემი მეორე ბიძაშვილის 17 წლის შვილი ! თიკოს და ათუკას სულს ვფიცავ ივანიშვილო, რომ ეს სახელმწიფო კრიმინალების ხელში აღარ იქნება, ვფიცავ რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის , რომ სხვისი შვილები გადავარჩინო ქუჩაში ჩახოცვას! ვფიცავ, რომ მღებრიშვილს არ შევარჩენ კრიმინალების მფარველობას და ასეთი გამწარებულიც კი ყველა ოჯახში შევალ და დედებს გავაგებინებ იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს რადგან კაბებზე ვერ გამოიბამენ საკუთარ შვილებს და გარეთ რომ გავლენ, ცოცხლები დაბრუნდებიან თუ არა მხოლოდ ღმერთმა იცის! ----- ვინც სამძიმარზე მოდის ყველა იმას ამბობს, რომ ფონიჭალას ასეთი რამ არ ახსოვს გასულ წლებში, არ ახსოვს რომ პოლიციას ასეთი დროს განსაკუთრებული ზომები არ მიეღო!

მეგი გოცირიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები