0 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია - პირველ ეტაპზე თბილისში 10 ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში, ვარდების მოედანზე, დღეს MAN -ის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები უახლოეს დღეებში #61 ხაზზე იმოძრავებენ. 
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობს CNG-ის საწვავზე.

”მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევროექვსის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისივე თქმით, ავტობუსებში იქნება გათბობისა და კონდიცირების სისტემა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი ავტობუსებისთვის სასესხო რესურსი - 27 მილიონი გამოყო EBRD-მა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო. 
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. დავით ნარმანიას თქმით, 13 ავტობუსი შემოვა იანვარში, 60 - თებერვალში, 60 ავტობუსი - მარტში. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა კომფორტისა და ისინი მუშაობენ ბუნებრივ გაზზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები