0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეხვედრების (პირადი, საქმიანი), ინფორმაციების მიღების დღეა. გაფრთხილდით დღის ბოლოს მოიმატებს გაუგებრობები. იყავით მეტად მობილიზებული. 

კურო
ადამიანებთნ ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. დღის ბოლოს მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. 

ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, მოგზაურობის დაწყება. მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტებთან. 

კირჩხიბი
ინფორმაციის მიღების დღეა. ნუ ჩაერევით ახლობლების პირად საქმეებში, ცხოვრებაში. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას და გაფრთხილდით, თავადაც არ გახდეთ ბოროტი ენების სამიზნე. 

ლომი
გაუფრთხილდით ფულს, არ დაკარგოთ თანხა. კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ახალი კავშირებისთვის. მეგობრებმა შეიძლება გაგაწბილონ. 

ქალწული
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. საღამოს გეგმები შეგეცვლებათ, საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. 

სასწორი
ადამიანებთან ურთიერთობისას მოიმატებს გაუგებრობა. მოსალოდნელია აპარატურის გაფუჭება. განსაკუთრებით გაფრთხილდით ჟურანლისტი ნიშნები. მოერიდეთ ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმებას. 

მორიელი
სხვა დღისთვის გადადეთ სამედიცინო, ფინანსური და სადაგასახადო საკითხების მოგვარება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია გეგმების რამდენჯერმე შეცვლა. 

მშვილდოსანი
ყურადღებით იყავით მეუღლის, საქმიანი პარტნიორის შერჩევისას. მოერიდეთ უთანხმოებას უფროსთან. თქვენი მოსაზრება თქვენთვის შეინახეთ. 

თხის რქა
გამოასწორეთ წვრილ-წვრილი შეცდომები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ხელშეკრულებების გაფორმება. 

მერწყული
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქცეთ დეტალებს, წვრილმანებს. მოერიდეთ დაპირისპირებას შვილებთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან. უმნიშვნელო კონფლიქტიც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს. 

თევზები
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას. კონტაქტების, შეხვედრების დღეა. ყურადღებით იყავით, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები