0 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ემოციური დღეა და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. აკონტროლეთ ემოციები. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები, კოლეგებთან უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. დღის ყველაზე პოზიტიური პერიოდი საღამოა. 

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, განსაკუთრებით, სასიყვარულოსთან. მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის დაგეგმეთ. აკონტროლეთ საქმეები. შეცდომები არ დაუშვათ დოკუმენტებთნ მუშაობისას. 

ტყუპი
ნუ გადავარდებით ილუზიებში. მოერიდეთ დაპირისპირებას მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. საღამო მნიშვნელოვანი ამბებით დაგამახსოვრებთ თავს. 

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას; სამსახურის საქმეებს - ნაკლები დრო. დილომატიურად განიხილეთ პროექტები საქმიან პარტნიორებთან. 

ლომი
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, წვრილმანებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან. დღის ყველაზე ჰარმონიული პერიოდია საღამო. 

ქალწული
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მოერიდეთ უარყოფითი ენერგიის გამოვლენას. კარგი დღეა კონსულტაციისთვის. საღამო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. 

სასწორი
კარგი დღეა ვალის გადასახდელად, კრედიტის ასაღებად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი სწავლისადმი. მოერიდეთ პარტნიორებთან (საყვარელ ადამიანთანაც კი) დაპირისპირებას. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. 

მორიელი
ახალი საქმეების დაწყება კიდევ რამდენიმე დღით გადადეთ. მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობა. აკონტროლეთ, ემოციები. გაუფრთხილდით საფულეს. 

მშვილდოსანი
აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. მუშაობისას მეტი ყურადღება გართებთ დეტალებისადმი. 

თხის რქა

დღეს განახლდება ძველი საქმეები, ისინიც კი, რომლებზეც ხელი გქონდათ ჩათრეული. დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამოს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. 

მერწყული
შესრულებული საქმეების გამო შექებას ან მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, აგრეთვე, საოჯახო ნივთების შესაძენად. საღამოს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეგობრებთან. 

თევზები
დღის პირველი ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენეთ, რათა მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. ახლობლებისგან დახმარება გელით. განახლდება მოგზაურობასთან, სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები