0 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვინ დგას მცხეთაში, 2014-2016 წლებში გასხვისებული მილიონობით კვ.მ მიწის ნაკვეთის უკან - სკანდალური სქემა...

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტები, რომლიდანაც იშიფრება სქემა, თუ როგორ გაიყიდა მცხეთის რაიონში მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2014-2016 წლებში, ერთი და იგივე ხელწერით...

„რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში მცხეთასა და მცხეთის რაიონში მოხდა, ყველაფერში ცხვირი აქვს ჩაყოფილი დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც „ქართული ოცნების შავი ლაქაა. მისმა ქმედებებმა ხელისუფლების რეიტინგი რეგიონში, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა.

ყველაფერს ეგ აკონტროლებს - ეს ჰოსპიტალის მშენებლობა იქნება, მიწის ნაკვეთების გასხვისება თუ სარდაფში ე.წ. კლინიკის „აშენება“, - გვიყვება მცხეთის გამგეობის თანამშრომელი, რომელმაც ეს დოკუმენტები გადმოგვცა.

კონკრეტული ფაქტები: 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სოფელ მუხრანში, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 72.09.26.093), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილება იყო.

თუმცა, 2016 წლის 14 ივლისს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დავით ისახანაშვილმა იყიდა (პირადი ნომერი: 01024070232). მან, თავის მხრივ, 2016 წლის 31 აგვისტოს, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „ვექტრუმ 2015“-ს მიყიდა.

ზუსტად ანალოგიური სქემა ამუშავდა კიდევ 5 შემთხვევაშიც... „წესი ასეთია“: თავდაპირველად დავით ისახანაშვილი ყიდულობს მიწის ნაკვეთებს სახელმწიფოსგან, შემდეგ კი შპს „ვექტრუმ 2015“-ზე ასხვისებს.

მაგალითად: 2015 წლის 27 აპრილს, დავით ისახანაშვილმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 350 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა სოფელ მუხრანში (საკადასტრო კოდი: 72.09.26.027), რომელიც 2016 წლის 31 აგვისტოს შპს „ვექტრუმ 2015“-ზე გაასხვისა (ID ნომერი: 405161346).

მეტიც: შპს „ვექტრუმ 2015“-მა, 2016 წლის 7 სექტემბერს, სწორედ დავით ისახანაშვილისგან შეიძინა კიდევ 39 ათას 740 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც მას, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადასცა 2015 წლის 29 აპრილს.

კიდევ სამი ფაქტი: ბატონ ისახანაშვილს, სახელმწიფოსგან 2016 წლის პირველ აგვისტოს, 218 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა სოფელ მუხრანში (საკადასტრო კოდი 72.09.26.019).

მან, აღნიშნული ნაკვეთი მალევე გადაყიდა. მყიდველი ამჯერადაც შპს „ვექტრუმ 2015“
იყო. გარიგება საჯარო რეესტრში 2016 წლის 31 აგვისტოს დარეგისტრირდა.

მომდევნო ფაქტი მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაფიქსირდა, „შპს ვექტრუმ 2015“-მა ისახანაშვილისაგან ამჯერად 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა მცხეთის რაიონში (საკადასტრო კოდი 72.09.26.092), რომელსაც აღნიშნული ნაკვეთი ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ დაუთმო 2015 წლის 28 აპრილს.

და ბოლოს, შპს „ვექტრუმ 2015“-მა, კვლავ ისახანაშვილისაგან, 2016 წლის 31 აგვისტოს 10 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც 2015 წლის 29 აპრილამდე სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

მკითხველმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა სახელმწიფო სტრუქტურებიდან თავად უნდა გამოიტანონ დასკვნა - შესაძლოა თუ არა იდგეს კონკრეტული კორუფციული ინტერესები აღნიშნული სქემის უკან. მითუფრო მაშინ, როდესაც ისახანაშვილმა, მას შემდეგ რაც მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან გადაიფორმა, თავისივე შპს-ზე გადაამისამართა (ვექტრუმ 2015-ის მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სწორედ დავით ისახანაშვილია).

ცხადია, სახელმწიფოს შეუძლია გაყიდოს მიწის ნაკვეთები, თუმცა, როდესაც ერთი და იგივე რაიონში, მიწის ნაკვეთებს, დიდი ოდენობით, ძირითადად ერთი და იგივე პიროვნება ყიდულობს, რომელიც თავის მხრივ, ნაყიდ ქონებას მალევე ასხვისებს ერთი და იგივე შპს-ზე, ფაქტები, ალბათ, ყველაფერზე მეტყველებს.

მცხეთის სოფლებში, მაგალითად: ძალისში, ნიჩბისსა და ქანდაში, გლეხები მიწის ნაკვეთებს ვერ ირეგისტრირებენ. მათ მთელი რიგი პრობლემები აქვთ სახელმწიფოსგან, რომლის მოგვარებასაც მოქმედი მაჟორიტარი ხუნდაძე უსასრულოდ აჭიანურებს.

ეს მაშინ, როცა როგორც ჩანს, „ვიღაცის“ დახმარებით, „ისახანაშვილები“ მილიონობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდულობენ, დიდი ალბათობით - თეთრებად...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები