0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ

პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, განხორციელებული რეფორმების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 

სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატი. 

აღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. 

მოცემულ ეტაპზე, ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენტენციურ დაწესებულებაში ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღონ. გარდა ამისა, საშუალება აქვთ მონაწლეობა მიიღონ ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ იღებენ უმაღლეს განათლებას სასჯელის მოხდის პერიოდში. ცვლილებების შედეგად კი, მათ საშუალება ექნებათ უმაღლესი განათლების მიღების უფლებით პატიმრობის პერიოდშიც ისარგებლონ.

"ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული", - განმარტავენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები