0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, კატეგორიულად ვითხოვ შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები,“-ლია შამუგია განცხადებას ავრცელებს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"მივმართავ საზოგადოებას ! მე,დედა მაგდა პაპიძის შეშფოთებული ვარ გავრცელებული კომენტარებით ჩემი ოჯახის და განსაკუთრებით ჩემი მაგდას ადვოკატის ქალ-ონ ირმა ბრელიძის მიმართ.ზღვარს გადაცილებულია თქვენი შეურაცხმყოფელი შეფასებები და კომენტარები ადვოკატის მიმართ! ეს იგივე ჩემს მიმართ გამოთქმული შეურაცყოფაა რადგანაც მე ნამდვილად არ შემშლია ის,თუ ვინ დამეყენებინა ჩემი შვილის გვერდით.ეს ის ღირსეული ,პროფესიონალი და თავისი საქმის ჭეშმარიტად მცოდნე ადამიანია ვინც იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ეკუთვნოდა ...და იმაზე მეტიც ვიდრე გამოძიებას უნდა გაეკეთებინა...და ვისაც არ გინდოდათ შეგემჩნიათ ან ვერ მოხერხდა სასამართლოზე დახურული პროცესების გამო მოვლენების მიმართ თვალყური გედევნებინათ მინდა გითხრათ რომ ნამდვილად ცდებით თქვენს შეფასებებში! რატომ არ აკეთებთ კომენტარებს იმაზე ,თუ როგორი აზროვნებით წარმართა და ჩამოაყალიბა ბრალდების მხარემ ეს მოვლენები....ეს ხომ აშკარად ნიშნავს მიზანდასახულად თვალის ახვევას რეალობის მიმართ.დამერწმუნეთ ბევრი რამ თქვენთვისცნობილი არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვ კატეგორიულად შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები ვინაიდან საზღვარი აქვს დათმინებასაც და თავის დახრას ამ ყველაფრის მიმართ.ლია შამუგია."- პოსტს ლანა პაპიძე აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები