0 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"სამოსელი პირველი" - ,,ეს არის ის ულამაზესი ქართული ელეგი"

"სამოსელი პირველი" ოლიმპიური ნაკრების ფორმებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"ეს არის ის ულამაზესი ქართული ელეგი.
ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუა აზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებირით გვინდა განვმარტოთ. სამწუხაროა რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან , აბრეშუმისაგან ან ხავედისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე.მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული,"- განმარტავს სოციალურ ქსელში "სამოსელი პირველი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები