0 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა. 

მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს. 

სამართალდამცავთა განმარტებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მეამბოხეები სამხედრო გადატრიალების დასაგეგმად WhatsApp-ს იყენებდნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები