0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
უამრავი საქმე დაგიგროვდათ და თუ უქმეებზე დასვენება გსურთ, დღეს უნდა იმუშაოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

კურო
დაასრულეთ საქმეები და დარჩენილი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ; მეგობრებს შეხვდით. სიფრთხილე გმართებთ ფეხით მავალ მგზავრებს. ახალი რომანტიკული ნაცნობობა თავბრუს დაგახვევთ. 

ტყუპი
მუშაობისას კოლეგების რჩევებით იხელმძღვანელეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
მეტი დაკვირვება გმართებთ მუშაობისას; - მეტი პატივისცემა კოლეგების მიმართ. ეცადეთ თქვენმა გართობამ ოჯახის წევრები არ შეაწუხოს. საღამოს პასიურად დაისვენეთ, გამოიძინეთ. 

ლომი
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. 

ქალწული
საქმეებში წარმატება გელით. მთვარია, მუშაობისას ნუ აჩქარდეთ. გვიანობამდე ეკრანთან, მონიტორთან ნუ გაჩერდებით, გამოიძინეთ. საყვარელ ადამიანს დანაპირები შეუსრულეთ. 

სასწორი
მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ასე ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მორიელი
ყველა საქმეს ვერ მოაგვარებთ. მოერიდეთ ორპირს. გამონახეთ დრო პირად ცხოვრებში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. 

მშვილდოსანი
კოლეგებთან ერთად განიხლეთ მიმდინარე საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო თავგადასავალი გელით. 

თხის რქა 
მეტი დაკვირვება და ყურადღება გმართებთ მუშაობისას. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ეცადეთ, სიყვარულმა თავი არ დაგაკარგვინოთ.

მერწყული
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ ან თქვენთვის სასურველ ხელშეკრულებას გააფორმებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს. საღამო საყვარელი ადამიანთა ერთად გაატარეთ. 

თევზები
მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საღამო პასიურ დასვენებას დაუთმეთ. აკონტროლეთ ემოციები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები