0 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არ ვიცი, როგორ გითხრათ" ჯანო იზორია მორიგ მიმართვას ავრცელებს

"არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ეს ემოცია, სიხარული, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ დილას, ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას და დავბორიალობ ქუჩებში. სასწაულების მჯერა. ისე სულ მიგრძნობდა გული. ჯერ არ ჩამოურბენია იმ თეთრ რაშს, არა, ის არ გამომეპარება.

სასწაულია პირველ რიგში ამდენ ადამიანს უყვარდა და თან ეს ყველაფერი ცამდე ბედნიერს გხდიდეს და თან გაშინებდეს. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში. 

თქვენ შეძელით ჩემთან ერთად გამარჯვება, ჩემი გულით სატარებელი, წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, ლეგენდარულ სუხიშვილებთან თუნდათ წუთნახევარი სცენაზე დგომა. 

ამ ყველაფერმა იმხელა რწმენა გააღვიძა ჩემში, რომ მჯერა კიდევ ერთხელ ვიტყვი, სასწაულების...

არ ვიცი, როგორ გითხრათ, ჩვენო ნიანუ და ილიკო. მინდა, ზღვისხელა მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, ჯანმრთელობა და სიხარული გისურვოთ თქვენს მეგობარ სამშენებლო კომპანიასთან 
ერთად. დიდ საქმეს აკეთებთ, სულ ვფიქრობ... რა გასაოცარია ამდენ ადამიანს აჩუქო ბინა.

როდესაც იუბილეზე სუხიშვილების მოცეკვავეებს ბინები გადაეცათ, ემოციებისგან გიჟს ვგავდილ. მიხაროდა, ხალხი ამაყად დადიოდა ამ სიკეთის კეთების შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც აღმოვჩნდი, ამ უდიდესი სიკეთის წევრი.

თქვენ ჩემი ცხოვრება უფრო მიზანსწრაფული, უფრო შრომისმოყვარე და იმედიანი გახადეთ. გენაცვალეთ გულში ყველას. ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ზღვიდან-მთამდე გამაჩნია... მადლობა მთელ საქართველოს" - წერს აღელვებული ჯანო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები