0 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,როგორ ხტუნაობთ უფლის წინ როგორ არ გეშინიათ მისი !?"

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ, მას შემდეგ, რაც სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, სოციალურ ქსელში  პოსტი გამოაქვეყნა. 

"უფლის გეშინოდეთ ხალხო !!!!! ცოცხალია ღმერთი და ყველაფერს ხედავს ისმენს იმ ღმერთს რას ეუბნებით ხალხო როგორ გასცემთ პასუხს ? !!!! უფლის რისხვის გეშინოდეთ გადახედეთ წმინდა წერილს უფლის სიტყვას და წაიკითხავთ რომ მოწყალეა უფალი მაგრამ ამავე დროს მრისხანეა და მიაგებს მისაგებელს თავისას !! როგორ ხტუნაობთ უფლის წინ როგორ არ გეშინიათ მისი !?"-წერს ლანა პაპიძე.

შეგახსენებთ,რომ დღეს  მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი.მისი თქმით, 22 დეკემბერს მას დაუკავშირდა მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე და მოიკითხა საქმის დეტალები, ასევე ოქროულობა. ამის გაგონებაზე ლანა პაპიძემ ნებაყოფლობით დატოვა დარბაზი.

გარეთ გამოსულმა ლანა პაპიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომა გამომძიებლის ტყუილის გამო დატოვა. როგორც ლანამ განაცხადა, გამომძიებელს ის არ დაკავშირებია, მეტიც, არც იცოდა ვინ იძიებდა ამ საქმეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები