0 6 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ამ მესიჯს რომ წაიკითხავ, ჩემოდანი ჩაალაგე და სასწრაფოდ ჩამოდი"- ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენება

„20-ში საღამოს გავიგე მომხდარი. ინტერნეტში როდესაც შევედი, დამხვდა მონაწერი - ამ მესიჯს რომ წაიკითხავ, ჩემოდანი ჩაალაგე და სასწრაფოდ ჩამოდი, ომარი ავარიაში მოყვა, მძიმედაა და წამოდიო. თავიდან არ მითხრეს რა მოხდა, მოგვიანებით დაახლოებით 10 წუთში, როდესაც შევედი ისევ ინტერნეტში, ვნახე სტატია, რომ მაგდა პაპიძემ მოკლა ომარი და თორნიკე ქაფიაშვილი. საქართველოში 22 დეკემბერს ჩამოვედი. ჩემი ძმა და ძმისშვილი დახოცილები იყვნენ, ყოფილი რძალი კი დაჭერილი“, - განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა.მისივე ინფორმაციით, როდესაც სახლში მივიდა, ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედა და და გარკვეულ ნივთებს ეძებდნენ. 

„დედამისი და ლანა ეძებდნენ, წიგნებს. მეც დავიწყე ამ წიგნების ძებნა. გარეთ იდგა კარადა, რომელიც გასაღებით იყო ჩაკეტილი. გავხსენი და აღმოვაჩინეთ ”ცელეფანი”. ”ცელოფანი” რომ შევამოწმე, აღმოვაჩინე ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც მაგდას ეკუთვნოდა. არ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ რძალს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი. როდესაც გავიკითხე, მითხრეს მისი სახელი და გვარი. ის ადამიანი მეც მიცნობდა და ჩემს ძმასაც. რომ იძახის მაგდა, ომარი მიყვარდაო, თავიდანვე არ უყვარდა მას ომარი. რომ ყვარებოდა სხვა კაცთან არ დაიწყებდა სიარულს“, - განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები