0 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია"

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს. გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა არჩევნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ.

"გუშინ ატყდა მთელი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე პრემიერად დანიშვნას, პრემიერის განმარტებით, ეს გამოიწვია იმ გარემოებებმა, რომ ის და კახი კალაძე აქტიურად იქნებიან ჩართული არჩევნების პროცესში, ეკონომიკურ გუნდს კი კოორდინაცია ჭირდება.

„ამიტომ, ამ საკითხზე ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია უადგილოა,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები