0 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 ივნისი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეების სურვილისამებრ გატარება შეძლოთ. საღამოს იკითხეთ, უყურეთ საინტერესო ფილმს. აქტიური დასვენებისთვის საუკეთესო დღეა კვირა. 

კურო
მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. სამსახურში თქვენი ჩარევის გარეშეც გაუმკლავდებიან დავალებებს. სახლის დალაგება, პირადი ნივთების მოწესრიგება შაბათისთვის გადაიტანეთ. პარასკევის საღამო მშვიდ გარემოში დასვენებას დაუთმეთ. 

ტყუპი
გაერკვიეთ იმ საქმეებში, რომლებიც წინა კვირას სამომავლოდ გადადეთ. დღეს ყველა საქმეს ვერ დაასრულებთ, ამიტომ, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამოს კარგია მასაჟი. 

კირჩხიბი
დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ახალი პროექტების დაწყება ან მოლაპარაკებების გამართვა. იმ შედეგს ვერ მიიღებთ, რასაც ელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გაანებივრეთ ისინი გემრიელი ვახშმით. 

ლომი
დაასრულეთ მიმდინარე საქმეები, ახალს ნურაფერს წამოიწყებთ. მარტოხელებმა გაცნობის საიტზე მოძებნეთ მეწყვილე. შეყვარებულებმა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ქალწული
დაგეგმეთ მომავალი კვირის პროექტები, საქმიანი შეხვედრები, პრეზენტაციები და ბიუჯეტი. ვალდებულებების მიუხედავად სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ძილის წინ არომატული აბაზანა მიიღეთ. 

სასწორი
სამსახურის საქმეების მშვენივრად მიგდით. საშუალება მოგეცემათ დასვენოთ და მეგობრებთან ერთად საყვარელ კაფეს ეწვიოთ. ზოგიერთს ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან ელის შეხვედრა. გამონახეთ დრო ჰობისთვის. 

მორიელი
განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ. სამსახურში მოაგვარეთ საქმეები და გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

მშვილდოსანი
გადახედეთ იმ საქმეებს, რომლებისთვისაც ადრე არ გეცალათ; დაასრულეთ უკვე დაწყვებულები, რათა ორშაბათიდან ახალი პროექტების განხორციელება შეძლოთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა

ნუ დაგეგმავთ საქმიან შეხვედრებს, არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. კოლეგების მსგავსად, თქვენც მოემზადეთ მხიარული და უდარდელი უქმეებისთვის. საღამოს გაინებივრეთ თავი სპა-პროცედურებით, მასაჟით. 

მერწყული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს დანიშნეთ რომანტიკული პაემანი. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი გემრიელი კერძით, მზრუნველობით, მასაჟით. 

თევზები
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და სერიოზული საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ, მაგრამ სხვების დასანახავად მაინც მოგიწევთ მუშაობა. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები