0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 ივნისი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მუშაობისთვის კარგი დღეა. ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს გარშემო მყოფებთან. სამსახურის შემდეგ ჰაერზე გაისეირნეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კურო
კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. ენერგიითა და ენთუზიაზმით იქნებით აღსავსე. საღამო საყვარელ გასართობს, ჰობის მიუძღვენით. 

ტყუპი
ახალი საქმეების დასაწყებად ერთ-ერთი კარგი დღეა. შეიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა, მარკეტინგული სტრატეგია. თუ გამოცდილება არ გყოფნით, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. 

კირჩხიბი
ოთხშაბათი მუშაობას, ახალი იდეების განხორციელებას დაუთმეთ; დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, ითათბირეთ კოლეგებთან ერთად. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ. 

ლომი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ ახალი საქმეების წამოწყება. ოთხშაბათს თამამად შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დაიწყოთ ახალი პროექტები და დაასრულოთ უკვე დაწყებულები. კოლეგები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. 

ქალწული
კარგი დღეა ამბიციური პროექტების განსახორციელებლად; საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. კოლეგებთან და პარტნიორებთან გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა; გქონდეთ მათი დახმარების იმედი. 

სასწორი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. შეადგინეთ მსოფლიოს დაპყრობის გეგმა. რჩევა ჰკითხეთ კოლეგებს, გამოცდილ მეგობრებს. 

მორიელი
იმისათვის, რომ სურვილები აისრულოთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ. წარმატება ელით იმ ნიშნებს, რომლებმაც პირადი საქმის წამოწყება გადაწყვიტეთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
იდეალური დღეა მუშაობისთვის, ისარგებლეთ. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა და დაასრულეთ უკვე დაწყებულები. დანიშნეთ პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები; საღამოს - რომანტიული პაემანი. 

თხის რქა
დილიდან იდეალურ განწყობაზე იქნებით. დილიდან შეუდექით სამსახურის საქმეებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
ის საქმეები, რაც ადრე არ გამოგდიოდათ, დღეს მარტივად შესრულდება. შეხვდით პარტნიორებს და განიხილეთ მიმდინარე საკითხები, დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. დაეხმარეთ კოლეგებს. საღამოს კარგია ცურვა. 

თევზები
დღეს იმდენი საქმე გენებათ მოსაგვარებელი, როგორც სამსახურში, ასევე სახლში, რომ საღამოს თავს გამოწურული ლიმონივით იგრძნობთ. ენერგიის აღსადგენად მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები