0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწრაფოდ: "პროფილი" განცხადებას ავრცელებს

თოქ-შოუ პროფილი განცხადებას ავრცელებს:

"1. გადაცემაში საპატრიარქოს პოზიცია იყო! ოფიციალური კომენტარიც! იმაზეც რომ მეუფე ილარიონი განკვეთილია და იმაზეც, რომ სტლინის წმინდანად შერაცხვას საპატრიარქო არ ითხოვს!
2. ადამიანის დისკრედიტაცია, თუ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონვენციას ეწინააღმდეგება - ანუ არ მოიწვიო, არ დაპატიჟო, არ ჰკითხო იმიტომ რომ 30 წლის წინ ეს დიაგნოზი ჰქონდა - საბჭოთა მიდგომა და დისკრედიტაციაა! ამ ლოგიკით რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ადამიანიც არასოდეს უნდა ჩნდებოდეს ეკრანზე. 
3. გადაცემაში ნაჩვენები იყო კადრები "წმინდა იოსების"ე.წ "რელგიური რიტუალის", რომელშიც 100 მეტი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. გადაცემა სწორედ ამ პრობლემას ეძღვნებოდა!
4 . არანაირ დაცინვას ადგილი არ ჰქონია! რაშიც შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ, თუ გადაცემის ამ მონაკვეთს ნახავთ! დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტრები ამ ადამიანის მისამართით იყო თქვენგან, სოც. ქსელში!
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ თემა დროულად და სწორად იყო შერჩეული, ერთი კვირაა სტალინზე მსჯელობთ! მეგობრებო, არ დაიღალეთ ლანდების დევნით?"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები